2023 წლის ტრენდული შპალერი სახლის ინტერიერისთვის

  • 1 თვის წინ

ინტერიერის დიზაინერები თანხმდებიან, რომ კედლის ფონი სახლში სტილის შექმნის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ელემენტია. კედლის გასალამაზებლად საუკეთესო საშუალება კი შპალერია, რომელიც ელეგანტურობას შემატებს სასადილო ოთახს, სველ წერტილებსა თუ საძინებლებს.

თანამედროვე ტრენდების მიხედვით სახლის ინტერიერი უნდა ასახავდეს შენს პირად სტილს. თუ შენს სტილზე და გემოვნებაზე მორგებული შპალერის პოვნა გიჭირს, ამ ბლოგში წარმოდგენილი 2023 წლის ტრენდული შპალერის იდეები სწორი არჩევანის გაკეთებაში დაგეხმარება.

შავი და თეთრი

ამ ორი ფერის კომბინაცია ყოველთვის ტრენდულია და გამონაკლისი არც შპალერია. შავი და თეთრის კომბინაციით შექმნილი შპალერი უნივერსალურია და ნებისმიერი სტილის ინტერიერს შეგიძლია მოარგო.

ყვავილები

ყვავილებით გაფორმებული ინტერიერი მრავალი წელია პოპულარობით სარგებლობს, 2023 წელს კი ტრენდულია პატარა სივრცეში ყვავილების გამოსახულებებიანი შპალერი, რომელიც საშულებას მოგცემს თამამი არჩევანი გააკეთო და ეფექტური ინტერიერი შექმნა.

პატარა გამოსახულებები

ოთახში მცირე ზომის გამოსახულებებიანი შპალერი სივრცეს უფრო დიდს აჩენს და დახვეწილობას მატებს. ამ ტიპის შპალერის გამოყენება შეგიძლია ჭერის ნაწილზე, რაც მოულოდნელობის ეფექტს ქმნის და ორიგინალური გადაწყვეტილებაა.

ტროპიკული გამოსახულებები

თუ ოთახში ცოცხალი ფერების გამოყენება და დადებითი ემოციების მომტანი ინტერიერის შექმნა გსურს, 2023 წლის ეს ტრენდი შენთვისაა – გამოიყენე ტროპიკული გამოსახულებებიანი შპალერი.

შპალერი მოულოდნელ ადგილებში

უკვე ვახსენეთ ჭერზე შპალერის გამოყენების ტრენდი, რომელიც მოულოდნელი და ეფექტურია. ამის გარდა, შპალერის გამოყენება შეგიძლია აბაზანის სარკის გარშემო და წიგნების კარადი თაროების ფონად, რაც სივრცეს ნამდვილად განსაკუთრებულს გახდის.

შენთვის სასურველ შპალერს არქი ქარდის დახმარებით არქის პარტნიორ მაღაზიებში ფასდაკლებით შეიძენ. არქი ქარდი ფასდაკლების ბარათია, რომელიც ყველა არქელს ბინის შეძენისთანავე საჩუქრად გადაეცემა.

www.archi.ge

შეადარე განცხადება

შედარება