2024 წლის ტრენდები: რჩევები ზამთარში სახლის მოსაწყობად

  • 1 თვის წინ

ზამთრის მოახოებასთან ერთად, სახლის ინტერიერის ახალი ტენდენციებიც იკვეთება. ეს ის სეზონია, რომელშიც ჩვენი სახლის მოწყობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან სითბოსთან ერთად საახალწლო განწყობაც უნდა შევიტანოთ ინტერიერში. 2023-2024 წლის ზამთრის სეზონისთვის დიზაინერები მდიდარ ფერებს, ეკლექტიკასა და ვინტაჟს ირჩევენ. ჩვენს ბლოგში სწორედ ახალ ტრენდებზე მოგიყვებით და გირჩევთ, როგორ შექმნათ მათი გამოყენებით სახლში ელეგანტური ინტერიერი.

2024 წლის ზამთრის ტრენდები

სახლის მოწყობა ზამთარში, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ სითბოსთან და ახალ წელთან ასოცირდება. ამასთან ერთად, ყოველ წელს იცვლება ან უფრო მეტად დახვეწილი ხდება ტრენდები. 2024 წლის ზამთრის ტრენდები ასეთია:

  • თბილი და მდიდარი ფერები – ფერი მნიშვნელოვან როლს ასრულებს სახლში მყუდრო ატმოსფეროს შექმნაში. ამ სეზონისთვის ტრენდული თბილი და მდიდარი ტონები შეგიძლიათ გამოყენოთ, როგორებიცაა მუქი წითელი, ყავისფერი და ბაცი ყვითელი. იმისთვის, რომ სახლის ინტერიერში ეს ფერები ჩართოთ გამოგადგებათ სხვადასხვა ტექსტილი – ბალიშები, ფარდები და ხალიჩები. ასევე, ამ ფერების გამოყენებით შეგიძლიათ, კედელი გააფორმოთ საღებავით ან სხვადასხვა აქსესუარებით.
  • ეკლექტიკა – ეს ტრენდი მოიცავს სტილის, ეპოქისა და ეკლექტიკური დეტალების შერჩევას. ნუ შეიკავებტ თავს თანამედროვე და ვინტაჟური ნივთების კომბინაციისგან, თანამედროვე ხელოვნების ნიმუშებისა და ძელებული ნამუშევრები შერევისგან. ეკლექტიზმი ერთ-ერთი საუკეთესო გზაა საკუთარი თავის, საკუთარი პიროვნების და შემოქმედებითი ხედვის ინტერიერში გამოსახატად. ეკლექტიზმის გამოყეებისას ყურადღება გაამახვილეთ ბალანსსა და ჰარმონიაზე. გამოიტენეთ თანმიმდევრული ფერების პალიტრა და დარწმუნდით, რომ ყველა დეტალს მთლიან ინტერიერში თავისი ადგილი აქვს.
  • მინიმალიზმი – ეს არის სტილი, რომელიც კვლავ ერთ-ერთ მთავარ ტრენდად რჩევა, თუმცა, ზამთარში ინტერიერი რომ ძალიან ცივი არ იყოს, მინიმალიზმს უნდა დავამატოთ სითბო. როგორ დავამატოთ მინიმალიზში სითბო? გამოვიყენოთ ბუნებრივი მასალებისგან დამზადებული მინიმალისტური სტილის ავეჯი, ინტერიერში დავამატოთ რბილი ქსოვილები და ნაზი ფერები..

რჩევები ზამთარში სახლის მოსაწყობად

გარდა ზამთრის ინტერიერის მთავარი ტრენდებისა, არსებობს დეტალები, რომლებიც გვეხმარება ჩვენი სახლის ინტერიერი მოდურთან ერთად კომფორტული იყოს. ჩვენი რჩევები ამ შედეგის მიღწევაში დაგეხმარებათ:

  1. შემატეთ სახლს სიცოცხლე – ყოველთვის კარგი იდეაა სახლის ბუნებრივი დეტალებით გაფორმება. თქვენი სახლის ინტერიერის ბუნებასთან დასაახლოებლად აქტიურად გამოიყენეთ ხის მასალა. მაგალითად, სასადილო ოთახში დიდი ხის მაგიდა განათავსეთ, რაც სახლს ბუნებრივობას შემატებს. ხოლო, თბილი და ბუნებრივი ქსოვილების გამოყენებით ნამდვილ ზამთრის ინტერიერს შექმნით.
  2. გაანათეთ სახლი – რა თქმა უნდა, ნებისმიერი სტილის ინტერიერის არჩევისას ვიყენებთ განათებას. მაგრამ, წლევანდელ ტრენში იგულისხმება დამატებითი განათება სხვადასხვა სანათების გამოყენებით. ძალიან ტრენდულია დიდი ზომის ჭაღებიც. თანამედროვე ინტერიერის დიზაინში განათება უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ აუცილებლობა, ეს არის სტილის შესაქმნელად ერთ-ერთი უმთავრესი დეტალი.
  3. შექმენი არასრულყოფილი ინტერიერი – სრულყოფილ ინტერიერში იგულისხმება დეკორაციები, რომელიც იდეალურად ერწყმის ერთმანეთს და იდეალური ფორმისა თუ ზომის ავეჯი. ახლა ტრენდული აღარაა სრულყოფილება. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ განუსაზღვრელი რაოდენობის ხელნაკეთი ნივთები და ავეჯი, რომელიც სავსებით შესაძლებელია იყოს უსწორმასწორო, ერთმანეთს არ ერწყმოდეს, მაგრამ სახლში ნამდვილად შექმნის სტილსა და შემოიტანს სიცოცხლეს.
  4. დაამატე ოქროსფერი – ზამთრის ინტერიერის მოწყობისას არ გამოგრჩეს უკვდავი ტრენდი, ანუ ოქროსფერი დეტალები. ოქროსფერი ელეგანტური და დახვეწილი ფერია, რომელიც შეგიძლია აირჩიო, როგორც დეკორაციებში, ისე ავეჯის დეტალებში.
  5. გამოიყენე ცოცხალი მცენარეები – ტრენდზე მეტად, ეს არის აუცილებლობა. ცოცხალი მცენარეები აუილებელია იმისთვის, რომ საკუთარ სახლში თავი უფრო თავისუფლად, ჯანმრთელად და ცოცხლად იგრძნო. ჩვენს საიტზე ბევრი სასარგებლო ბლოგი შეგიძლია წაიკითხო მცენარეების სწორად გამოყენებასა და მოვლასთან დაკავშირებით.

ზამთარი ასოცირდება კომფორტთან, სიმყუდროვესთან და დღესასწაულთან. ეს არის სეზონი, რომელშიც აუცილებლად დადგება მომენტი, როცა პლედის მოხურვა და ჭიქა ცხელი ჩაის დალევა მოგინდება. სწორედ ამიტომ, შეგიძლიათ მოაწყოთ სხვადასხვა დასასვენებელი კუთხეები, სადაც აქტიურად გამოიყენებთ რბილ პუფებსა, თუ ბალიშებს.

არქი ქარდით კი პარტნიორ მაღაზიებში ფასდაკლებით შეძლებ ყველაფრის შეძენას, რაც ზამთრის ინტერიერის მოსაწყობად დაგჭირდება. ეს არის ფასდაკლების ბარათი, რომელიც არქიში ბინის შეძენისთანავე საჩუქრად გადმოგეცემათ.

www.archi.ge

შეადარე განცხადება

შედარება