fbpx

4 იდეა სახლის ბიბლიოთეკის მოსაწყობად, სადაც კითხვა მოგინდება

  • 1 თვის წინ

წიგნის ყველა მოყვარულის ოცნებაა სახლში დიდი ბიბლიოთეკა ჰქონდეს. თუმცა, სახლში ხშირად არ არის საკმარისი ფართი ბიბლიოთეკისთვის ცალკე ოთახის გამოსაყოფად. თუ წიგნის მოყვარული ხარ და შენც ამ პრობლემის წინაშე დგახარ ჩვენ გაგიზიარებთ იდეებს, რომლებიც პატარა ფართის ბინაში ბიბლიოთეკის მოწყობაში დაგეხმარება.

სივრცის ოპტიმიზაცია

რადგან ფართის სიმცირის გამო ბიბლიოთეკას ცალკე ოთახს ვერ დაუთმობ, მოახდინე ოთახის ოპტიმიზაცია. თაროების და კარადების ფართო არჩევანი შესაძლებლობას მოგცემს  შეიძინო ისეთი, რომელიც ადგილს დაგიზოგავს. წიგნების თარო ან კარადა იმ ოთახში განათავსე, რომელშიც ყველაზე მეტ დროს ატარებ, ამით ინტერიერს ტრენდულს გახდი და საკუთარ თავს ყოველთვის შეახსენებ, რომ წიგნი უნდა წაიკითხო.

რბილი სავარძელი და მცენარე

როცა სახლში ბიბლიოთეკას აწყობ არ დაგავიწყდეს რბილი სავარძლის შეძენა და კომპაქტური ბიბლიოთეკის გვერდით განთავსება. სავარძელი სამკითხველო კუთხეს კომფორტულს, კითხვის პროცესს კი სასიამოვნოს გახდის. ინტერიერში მაღალ მცენარესაც თუ დაამატებ უფრო მყუდრო გარემოს შექმნი. პატარა ფართის მიუხედავად მცენარე სივრცეებს განაცალკევებს და გაგიჩენს განცდას, რომ შენი ბიბლიოთეკა ცალკე ოთახში გაქვს მოწყობილი.

შემოსასვლელის გარდაქმნა

თუ ბიბლიოთეკისთვის ადგილის გამოყოფას ვერ ახერხებ და არ იცი წიგნები სად წაიღო, თითქმის ყველა ბინას აქვს შემოსასვლელი, სადაც შესაძლებელია თაროების ან ჩასაშენებელი კარადების წიგნების განსათავსებლად გამოყენება. გარდა იმისა, რომ წიგნებს შეინახავ და ადგილს დაზოგავ, სივრცეს უნიკალურ ელემენტს შემატებ, რაც ბინაში შემომსვლელს სასიამონო განწყობას შეუქმნის და სიმყუდროვის განცდას გაუჩენს.

წიგნების და დეკორატიული აქსესუარების კომბინაცია

თუ მისაღებ ოთახში ტელევიზორი გაქვს განთავსებული, მის გარშემო არსებული სივრცე გადააქციე ბიბლიოთეკად, სადაც წიგნებთან ერთად შენთვის სასურველ დეკორატიულ ნივთებს განათავსებ. შენი საყვარელი წიგნებით და სახასიათო ნივთებით შექმნი დახვეწილ, ელეგანტურ სივრცეს, რომელიც შენს პიროვნებასა და გემოვნებას გამოხატავს.

www.archi.ge

შეადარე განცხადება

შედარება