fbpx

4 რჩევა სახლში საშემოდგომო დეკორაციის შესაქმნელად

  • 1 თვის წინ

შემოდგომა სიახლეებთან და ცვლილებებთანაა დაკავშირებული, სწორედ ამიტომ, ამ სეზონის დადგომასთან ერთად სახლში დეკორაციების შეცვლის დროც დგება. ცვლილებების მთავარი მიზანია, სახლი მყუდრო, ლამაზი და სეზონისთვის შესაფერისი გახდეს. ჩვენი რჩევები სახლში შემოდგომის განწყობის შექმნაში დაგეხმარება.

განაახლე გადასაფარებლები

შემოდგომის დეკორაციის შესაქმნელი ერთ-ერთი გზა გადასაფარებლების შეცვლაა. სახლში სითბოსა და სიმყუდროვის შესატანად  ბალიშებზე, ტახტებზე, საწოლებსა და სავარძლებზე გამოიყენე თბილი ფერის, ახალი გადასაფარებლები. შემოდგომის თბილი ფერებია: ნეიტრალური ყავისფერი, ბუნებრივი მწვანე, მუქი ლურჯი, სტაფილოსფერი, მუქი ყვითელი და კრემისფერი.

აირჩიე თბილი ტექსტურები

გადასაფარებლების შეცვლისას არჩევანი შეაჩერე უფრო სქელ, მძიმე ტექსტურებზე, როგორებიცაა მატყლი, ქაშმირი, ხავერდი და ხელოვნური ბეწვი. მსგავსი ტექსტურა სახლში შემოდგომის განწყობასთან ერთად მდიდრულ და დახვეწილ გარემოს შექმნის.

გამოიყენე შემოდგომის მოტივები

მაგიდის თუ ფანჯრის რაფის დეკორაციაში გამოიყენე გამხმარი ფოთლები და ყვავილები, კონცეპტუალური აქსესუარები, სანთლები, ფოთლების გირლანდები ან გვირგვინები. შეგიძლია დაამატო მწვანე და თეთრი ფერის აქსესუარებიც, რაც წინასაახალწლო განწყობას შემოიტანს შენს სახლში. არ დაგავიწყდეს სასადილო ოთახში პეიზაჟის შეცვლა საშემოდგომო გამოსახულებებიანი შპალერის დახმარებით.

შექმენი კომფორტული სივრცე

შემოდგომის დეკორის მთავარი ელემენტი კომფორტული და მყუდრო კუთხეების შექმნაა. ამოსავალ წერტილად აიღე კითხვა: „სად იჯდები ჭიქა ჩაით ან ყავით ხელში, როცა აგრილდება?“.

გადაადგილე სავარძლები და მოათავსე დეკორატიულ ბუხართან ან ფანჯარასთან, რათა წიგნის კითხვისას თუ უბრალოდ დასვენებისას შემოდგომის რომანტიკულმა ამინდმა ან წვიმის ხმამ კიდევ უფრო მეტად გაგრძნობინოს სიმყუდროვე.

არქი ქარდით შემოდგომისთვის შესაფერისი დეკორაციის, ქსოვილების, აქსესუარებისა თუ შპალერის შეძენას არქის პარტნიორ კომპანიებში ფასდაკლებით შეძლებ. ეს არის ფასდაკლების ბარათი, რომელიც არქიში ბინის შეძენისთანავე საჩუქრად გადმოგეცემა.

www.archi.ge

შეადარე განცხადება

შედარება