5 რჩევა მათთვის, ვინც 2-ოთახიანი ბინის შეძენას აპირებს

  • 6 თვის წინ
ნახვა 47

ბინა ჩვენი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შენაძენია. სწორედ ამიტომ, სანამ შეძენის გადაწყვეტილებას მივიღებთ, ბევრს ვფიქრობთ, გვსურს, სწორი არჩევანი გავაკეთოთ. ხშირად ვიბნევით კიდეც, რადგან არ ვიცით, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება და პასუხების ძიებაში ბევრ დროს ვკარგავთ. ამ ბლოგში ვისაუბრებთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება, თუ აპირებთ, რომ 2-ოთახიანი ბინა შეიძინოთ. ეს რჩევები სწორი არჩევანის გაკეთებასა და დროის დაზოგვაში დაგეხმარებათ.


რას მოიცავს ოროთახიანი ბინა?

თუ გსურთ, შეიძინოთ ოროთახიანი ბინა თბილისში, პირველ რიგში უნდა იცოდეთ, რა იგულისხმება 2-ოთახიანში: ერთი საძინებელი, სტუდიო, სველი წერტილი, ჰოლი და სურვილის შემთხვევაში საზაფხულო ფართი ე.წ. აივანი. დღესდღეობით თითქმის ყველა პროექტი, რომელიც თბილისში შენდება სტუდიოს ტიპის ბინებისგან შედგება. სტუდიოს ტიპის  ნიშნავს სამზარეულოსა და მისაღები ოთახის ერთ სივრცეში განთავსებას, რაც ძალიან კომფორტულია და დიდი პოპულარობითაც სარგებლობს.

რა უნდა გავითვალისწინოთ 2-ოთახიანი ბინის შეძენისას?

როგორც აღვნიშნეთ, ბინის შეძენა სერიოზული გადაწყვეტილებაა, დიდ დაკვირვებას და ბევრი რამის გათვალისწინებას მოითხოვს. ჩვენ შევეცდებით ეს პროცესი გაგიმარტივოთ და გირჩიოთ, რაზე უნდა გაამახვილოთ ყურადღება, რათა ზუსტად ისეთი ბინა შეიძინოთ, როგორიც თქვენს კომფორტს სრულად უზრუნველყოფს.

1. მიაქციეთ ყურადღება განლაგებას – ყველა პროექტის გეგმარება განსხვავებულია და შესაბამისად, ბინებში განლაგება სხვადასხვანაირია. სანამ ბინას შეიძენთ დააკვირდით გეგმარებას, რომ თქვენთვის კომფორტულად იყოს სივრცეში საძინებელს, მისაღებისა თუ სველი წერტილის განლაგება. გეგმარებაზე დაკვირვება დაგეხმარებათ, რომ წინასწარ დაგეგმოთ თქვენი ბინის ინტერიერი და მაქსიმალურად მოარგოთ თქვენს გემოვნებასა თუ სურვილებს.

2. სწორად შეარჩიეთ უბანი – ბინის შეძენისას უმნიშვნელოვანესია უბნის შერჩევა. ტერიტორიის შერჩევისას გამოყავით თქვენი პრიორიტეტები: მეტროსთან ახლოს უნდა იყოს? საკუთარი ავტომობილით გადაადგილდებით თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობას აპირებთ? გარეუბანში გსურთ ცხოვრება თუ ქალაქის ცენტრში? პრესტიჟულ ადგილს ანიჭებთ უპირატესობას? რა უნდა იყოს ახლოს თქვენს სახლთან? როგორი მდებარეობაა მოსახერხებელი თქვენი ყოველდღიურობისთვის? რამდენად განვითარებული უნდა იყოს ინფრასტრუქტურა და ა.შ. პრიორიტეტების დალაგების შემდეგ შეძლებთ სასურველ უბანში არქის პროექტების შერჩევას. არქის თბილისის ყველა უბანში აქვს საცხოვრებელი სახლები:

  • ვაკე
  • საბურთალო
  • ჩუღურეთი
  • ნაძალადევი
  • სანზონა
  • დიღომი
  • ვარკეთილი
  • გლდანი
  • მუხიანი
  • ვაზისუბანი
  • მთაწმინდა

3. სართული – ერთი შეხედვით შეიძლება ისე ჩანდეს, რომ სართულს დიდი მნიშვნელობა არ აქვს. მაგრამ, აუცილებელია დაფიქრდეთ, თქვენთვის კომფორტული მაღალი სართული იქნება თუ დაბალი. დაუსვით საკუთარ თავს კითხვა, რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის ხედი? არქი გამოირჩევა ლამაზ ხედებიანი პროექტებით და თუ დაბალსართულიანი პროექტები მოგწონთ, ასეთიც არაერთი აქვს.

4. საზაფხულო ფართი – სართულის შერჩევის შემდეგ საზაფხულო ფართის ჯერია. მაღალი სართულის შერჩევის შემთხვევაში აივანს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ. თუმცა ნებისმიერი სართულის შემთხვევაში აივნის არსებობა მნიშვნელოვანია, რადგან ყოველდღიურობაზე დიდი გავლენის მოხდება. საზაფხულო ფართი განტვირთვის და მყუდრო კუთხის მოწყობის საშუალებას გაძლევთ. არქი თავის ყველა საცხოვრებელ სახლს ისე აპროექტებს, რომ მომხმარებელს ჰქონდეს შესაძლებლობა ისეთი ბინა შეარჩიოს, რომელსაც მათთვის სასურველი ფართის აივანი ექნება.

5. სამშენებლო მასალები – როდესაც ბინის ყიდვას ვგეგმავთ ყველაფერზე მნიშვნელოვანია, ყურადღება მივაქციოთ, როგორი მასალისგან არის პროექტი აშენებული. ხარისხიანი სამშენებლო მასალები არის უსაფრთხო და მშვიდი ცხოვრების გარანტი. არქი ყველა პროექტის მშენებლობაში ეკოლოგიურად სუფთა, ენერგოეფექტურ, უმაღლესის ხარისხის მასალებს იყებნებს. ერთ-ერთი გამორჩეულია ენერგოეფექტური Ytong-ის ბლოკი, რომელიც 6-ჯერ ნაკლებად თბოგამტარია, რაც ნიშნავს, რომ ოტონგით აშენებული შენობის გასათბობას თუ გასაგრილებლად 40%-ით ნაკლები ენერგიაა საჭირო, ეს კი კომუნალური ხარჯების საგრძნობლად შემრირებას იწვევს. ასევე, იტონგი გამოირჩევა სიმყარით და ხანძარგამძლეა.

www.archi.ge

შეადარე განცხადება

შედარება