როგორ დავამატოთ გაზაფხულის ფერები ბინის ინტერიერში

  • 5 months ago
ნახვა 32

როგორ ინტერიერსაც არ უნდა ვირჩევდეთ, ყოველთვის გვსურს, რომ ჩვენს სახლში სასიამოვნო ატმოსფერო იყოს. ასევე, გარდა ჩვენი გემოვნებისა, ინტერიერი პასუხობდეს საერთო ხასიათს. ახლა, რადგან გაზაფხულია ამ შედეგის მიღწევა უფრო მარტივია. გაზაფხულის ფერები ბინაში შექმნის სწორედ იმ ატმოსფეროსა და განწყობას, რომელიც სეზონს ძალიან მოუხდება და სახლში ყოფნას სასიამოვნოს გახდის. ჩვენი ბლოგი კი დაგეხმარებათ, სწორად შეარჩიოთ ფერები და მარტივად დაამატოთ ინტერიერში.

რომელია გაზაფხულის ფერები

საგაზაფხულო ფერების პალირტის დამატება ახალ სიცოცხლეს შემოიტანს თქვენს სახლში. ამ ფერების უმეტესობა თბილი და ნათელია: ყვითელი, ღია ფირუზისფერი, მწვანე და ატმისფერი. ასევე შეგიძლიათ რბილი ჩრდილების გამოყენება: ყავისფერი, ღია ლურჯი, თბილი ნაცრისფერი, კრემისფერი. თითოეული მათგანი ისეთ განწყობას შექმნის, რომ თუ ამ ფერებს დატოვებთ ინტერიერში თქვენს ბინაში მთელი წელი გაზაფხული იქნება.

როგორ შევუხამოთ ფერები ინტერიერს

გაზაფხული ჩვენს დედაქალაქში უდავოდ იგრძნობა ხოლმე, თუ ბინა თბილისში გაქვთ, შთაგონებად შეგიძლიათ ფანჯრიდან დანახული გაზაფხულიც გამოიყენოთ. ფერების დახმარებით მარტივად რომ განაახლოთ ბინაში ინტერიერი, წარმოგიდგენთ, როგორ უნდა შეუხამოთ გაზაფხულის ფერები:

1. თუ ნაცრისფერი და კრემისფერი ავეჯი ან კედლები გაქვთ, დაამატეთ მდიდარი და თბილი ყვითელი, ან მდოგვისფერი ტექსტილში, რომელიც დაგეხმარებათ გაანათოთ სახლი და შემატოთ გაზაფხულის ელფერი.

2. ნეიტრალურ დეკორს რომ სიცოცხლე შესძინოთ, გამოიყენეთ ავეჯში ნათელი ფერები. მაგალითად, თითო ყვითელი და ფირუზისფერი სკამი მომენტალურად გააცოცხლებს ნენბისიერ ნეიტრალურ ინტერიერს.

3. მდიდრული იერსახის მისაღებად იდეალურია კონტრასტული ფერთა პალიტრა. თბილ ნაცრისფერის და ღია ვარდისფერის კონტრასტი ინნტერიერში ჩართეთ მდიდრული ტექტურით, როგორიცაა აბრეშუმი და ხავერდი. პალიტრას ხაზი გაუსვით ოქროსფერი დეტალებით.

4. თუ კონტრასტული პალიტრა თქვენი სტილი არაა, შეგიძლიათ აირჩიოთ მონოქრომატლი. სადეთ, მარჯნის და ატმის ფერების ნეიტრალურ კრემისფერთან შერევა ფარდებში, ხალიჩებში, ბალიშებსა და აქცენტირებულ ავეჯში.

5. მიჰყევით კლასიკურ, ბუნებისგან შთაგონებულ ფერთა პალიტრას. შეარჩიეთ მწვანე ფერის სასურველი ტონები და ფონად გამოიყენეთ ნაცრისფერის, კრემისფერის და თეთრის ჩრდილები.

6. გადადგით გაბედული ნაბიჯი და შეურიეთ ყვითელი, ფირუზისფერი და ყავისფერი, რათა მიიღოთ ფერადი და განსაცვიფრებელი ფერთა სქემა. თუ გსურთ, შეინარჩუნოთ არსებული სტილი, ეს ფერები გამოიყენეთ კერამიკაში, ხელოვნების ნიმუშებსა და სხვადასხვა მცირე დეტალში.

7. რა თქმა უნდა, შეგიძლიათ გამოიყენოთ გაზაფხულის გრილი ჩრდილები, მაგრამ თუ თქვენი ბინა შეეფერება თბილ ფერებს, მაშინ დეკორისთვის თქვენ წინაშე მრავალფეროვანი ასორტიმენტია. ერთ-ერთია ყვავილების დეტალები, რომელიც სივრცეს გაანათებს და გააცოცხლებს.

8. მზის ჩასვლის ჩრდილები საოცარ და მდიდრულ ატმოსფეროს შეგიქმნით. ნარინჯისფერი, ყვითელი, მარჯნის და ატმისფერბი დეტალებით გაფორმებული ინტერიერი შეგიძლიათ ზამთრამდე აღარ გამოცვალოთ, რადგან უხდება გაზაფხულსაც, ზაფხულსაც და შემოდგომასაც.

გაზაფხულის ფერების ინტერიერში გამოყენების ოთხი მეთოდი

ეს სეზონი შესაძლებლობას გაძლევთ გაერთოთ ფერებით, ჩაატაროთ ექსპერიმენტები და შექმნათ შთამბეჭდავი დეკორი. ამისთვის ოთხ მეთოდს გირჩევთ:

  • შეავსეთ სახლის ცარიელი ადგილები გაზაფხულის ფერებში გადაწყვეტილი ბალიშებით. თუ არსებული ბალიშები ძალიან მოგწონთ, მაგრამ ცვლილებებიც გჭირდებათ, ბალიშს უბრალოდ გადააცვით ახლებური საფარი, რომელსაც სურვილის შემთხვევაში მარტივად შეცვლით.
  • ინტერიერში შემოიტანეთ მცენარეები, ლამაზი ფერის ყვავილები, რომელიც გაანათებს და გააცოცხლებს ნებისმიერ ოთახს.
  • საძინებელში ინტერიერზე დიდი გავლენა აქვს საწოლის გადასაფარებელს, ამიტომ ჩაანაცვლეთ საწოლის მუქი, მძიმე გადასაფარებლები. აირჩიეთ ნათელი ფერები და მსუბუქი ნაჭერი.
  • თუ სქელი, მძიმე მატარიის ფარდებს იყენებთ, დროა გამოცვალოთ და გადახვიდეთ ღია ფერის ან სულაც გამჭვირვალე, მსუბუქი ქსოვილის ფარდებზე. ასეთი ფარდები გარდა იმისა, რომ გაზაფხულს შეეფერება, უფრო მარტივი მოსავლელია.

www.archi.ge

Compare listings

Compare