ინტერიერის დიზაინის პრინციპები, რომლებიც სახლის მოწყობაში დაგეხმარება (ნაწილი I)

  • 1 თვის წინ

არსებობს ინტერიერის დიზაინის რამდენიმე პრინციპი, რომელიც სახლში ჰარმონიის შექმნაში გვეხმარება. ჩვენს ბლოგში წაიკითხავ ამ პრინციპების შესახებ და გაიგებ, როგორ გამოიყენო ისინი სახლის მოწყობისას.

ბალანსი

ინტერიერში შეიძლება გამოვიყენოთ სამი ტიპის ბალანსი: სიმეტრიული, ასიმეტრიული და რადიალური.

სიმეტრიული ბალანსი ნაკარნახევია სარკისებური ეფექტით, რომელიც სივრცეს ორ თანაბარ ნაწილად ყოფს და თითოეული მხარე ირეკლავს მეორეს. წარმოიდგინე, სასადილო ოთახი, სადაც სასადილო მაგიდასთან ერთმანეთის პირისპირ დგას სკამები, ან საძინებელში საწოლი, რომლის ორივე მხარესაც ერთნაირი ტუმბოებია განთავსებული და ტუმბოებზე იდენტური სანათებია განთავსებული.

ასიმეტრიული ბალანსი არის ბალანსის მიმართ უფრო თავისუფალი მიდგომა. ეს კონცეფცია ნიშნავს, რომ შენ შეგიძლია შეცვალო სარკისებური ეფექტი, დაიცვა დეკორაციებს შორის ბალანსი ანუ, გამოყენებული ნივთები უნდა იყოს ერთნაირი ზომის ან ფორმის.

რადიალური ბალანსი: ეს არის ბალანსი, როცა რომელიმე კონკრეტულ წერტილს დაადგენ და მისკენ აიღებ ფოკუსს. მაგალითად, აირჩევ ბუხარს და სხვა ყველა დეკორს მისკენ მიმართავ და შეუსაბამებ.

ერთიანობა

შეარჩიე თემა ან სტილი და ოთახი მოაწყვე ამის მიხედვით, ეს ინტერიერის დიზაინის ყველა ელემენტს გააერთიანებს. ერთიანობის მიღწევა ერთდროულად რამდენიმე ოთახშიც შეიძლება, თუ რაღაც საერთო სტილს ან ელემენტებს აირჩევ. თითოეულ ოთახს ექნება თავისი სტილი და იდენტობა, მაგრამ რაღაც საერთო დააკავშირებს. ერთიანობის მიღწევის ყველაზე მარტივი საშუალება დახვეწილი ფერების ერთმანეთთან შეხამებაა.

რიტმი

კარგ რიტმს მუსიკის გარდა ინტერიერის დიზაინის გაუმჯობესებაც შეუძლია. რიტმის გამოყენების ხერხია დეკორატიული გამეორება. მაგალითად, სამზარეულოსა და სააბაზანოში გამოიყენე მსგავსი ონკანები, ერთნაირი ფერები ან უბრალოდ მსგავსი დეტალები. რიტმის შესაქმნელად განსხვავებულ სივრცეებში უნდა მიაღწიო თვალშისაცემ თანმიმდევრულობას. ასევე, შეგიძლია გამოიყენო ერთი სტილის ავეჯი და თუ სტილის გამეორება შენთვის რთულია, ერთნაირი მასალის ავეჯით შეგიძლია ჩაანაცვლო.

შენი სახლის ინტერიერისთვის რაც დაგჭირდება არქი ქარდით ყველაფერს ფასდაკლებით შეიძენ.

არქი ქარდი ფასდაკლების ბარათია, რომელიც არქიში ბინის შეძენისთანავე საჩუქრად გადმოგეცემა.  

www.archi.ge

შეადარე განცხადება

შედარება