fbpx

ინტერიერის დიზაინის პრინციპები, რომლებიც სახლის მოწყობაში დაგეხმარება (ნაწილი II)

  • 1 თვის წინ

სახლის მოწყობის ყველაზე მნიშვნელოვანია შევქმნათ ჰარმონიული გარემო და ინტერიერი. ამისთვის არსებობს ინტერიერის დიზაინის რამდენიმე პრინციპი, რომელთა გათვალისწინება სახლში ჰარმონიის შექმნაში დაგეხმარება.

მასშტაბი

ინტერიერის დიზაინის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრინციპია მასშტაბის გათვალისწინება, ანუ მოთავსდება თუ არა კონკრეტული ავეჯი ოთახში. ამას ოთახის ზომა განსაზღვრავს. მაგალითად, მასშტაბის პერსპექტივიდან დიდ ოთახში, რომელსაც მაღალი ჭერი აქვს უნდა განათავსო მაღალი და მოცულობითი ავეჯი. ხოლო, პატარა სივრცეში დიდმა ავეჯმა შეიძლება ბალანსი დაარღვიოს.

ხაზგასმა

ეს არის პრინციპი, რომლის მიხედვითაც ოთახში აქცენტი უნდა გააკეთო ერთ კონკრეტულ წერტილზე. ეს წერტილი ყურადღებას ოთახში შესვლისთანავე მიიპყრობს. ფოკუსური წერტილი შეიძლება იყოს ექსტრავაგანტური ხელოვნების ნიმუში, დივნის ფერადი გადასაფარებელი, დეკორატიული ბუხარი და სხვ. სამზარეულოსა და აბაზანაში კი ფოკუსურ წერტილად შეგიძლია გამოიყენო მკვეთრად და ორიგინალურად შეღებილი კედელი.

სივრცეში აქცენტის შექმნის ბევრი გზა არსებობს, დამაინტრიგებელი დეკორიდან და აქსესუარებიდან დაწყებული, გამორჩეული და სახასიათო ელემენტებით დამთავრებული.

დეტალები

ინტერიერის დიზაინის არსებითი პრინციპი დეტალებზე ყურადღების გამახვილებაა, რადგან პატარა დეტალები ქმნის გამორჩეულ ინტერიერს.

ეს დეტალები შეიძლება იყოს მოქარგული ბალიშები, განსხვავებული დიზაინის ონკანი, კარადების სახელურები, სამზარეულოს და აბაზანის აქსესუარები. ამ მცირე ცვლილებებს ინტერიერის დიზაინის საგრძნობლად გაუმჯობესება შეუძლია.

წაიკითხე ინტერიერის დიზაინის კიდევ სამი პრინციპის შესახებ:

ინტერიერის დიზაინის პრინციპები, რომლებიც სახლის მოწყობაში დაგეხმარება (ნაწილი I)

არქი ქარდით კი ფასდაკლებით შეიძენ ყველაფერს, რაც შენი სახლის ინტერიერისთვის დაგჭირდება.

არქი ქარდი არის ფასდაკლების ბარათი, რომელსაც არქიში ბინის შეძენისთანავე საჩუქრად მიიღებ.

www.archi.ge

შეადარე განცხადება

შედარება