მინიმალიზმი – ის, რაც მოდიდან არასდროს გადადის

  • 1 თვის წინ

დიზაინი ან სტილი, რომელშიც მარტივი და მცირე ელემენტები მაქსიმალური ეფექტის მისაღებად გამოიყენება – ეს მინიმალიზმია. მინიმალიზმი სათავეს იღებს ხელოვნებაში, ნამუშევრებში მარტივი ხაზებითა და მხოლოდ რამდენიმე ფერით გამოიხატება. ინტერიერის დიზაინში 90-იან წლებში გამოჩნდა და გულისხმობს ობიექტების შემცირებას, რათა სივრცე არ იყოს გადატვირთული. მინიმალიზმმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ინტერიერის დიზაინის მსოფლიო მოდაში და და მარადიულ ტრენდად იქცა. ჩვენს ბლოგში წაიკითხავთ ამ უცვლელი ტრენდის შესახებ, გაიგებთ, როგორ უნდა შექმნათ თქვენს სახლში მინიმალისტური ინტერიერი.

მინიმალიზმი ბინებში

პირველ რიგში, გვინდა გესაუბროთ მიზეზებზე, თუ რატომ უნდა გამოიყენოთ მინიმალისტური სტილი ბინებში:

  • მინიმალიზმი არა მხოლოდ ალამაზებს სივრცეს, არამედ სიმშვიდის შექმნით დადებით გავლენას ახდენს განწყობასა და მენტალურ ჯანმრთელობაზე.
  • ეს სტილი საშუალებას გაძლევთ დაისვენოთ და მოიკრიბოთ აზრები.
  • თქვენს სახლში სივრცეს უფრო დიდს ხდის, რადგან ყველანაირი არეულობა დასაწყისშივე აღმოფხვრილია.
  • კარგად გამოყენებული მინიმალიზმი არასდროს გადადის მოდიდან.
  • რადგან მინიმალისტური დიზაინი დახვეწილია, თქვენ აღარ გჭირდებათ ბევრი ავეჯი და დეკორაცია. ამ სტილის საფუძველი სიმარტივეა, რაც სივრცეში ესთეტიკას აძლიერებს.
  • მინიმალისტური ელემენტების თქვენი შეხედულებისამებრ გამოყენება მარტივია.
  • ამ სტილის გამოყენება ხელმისაწვდომია, რადგან, როგორც აღვნიშნეთ სხვა სტილებთან შედარებით გაცილებით ნაკლები ავეჯი და დეკორაცია დაგჭირდებათ.

მინიმალიზმი ინტერიერში – რა უნდა გავითვალისწინოთ?

მინიმალიზმი ინტერიერში ადვილი გამოსაყენებელია, თუ სწორად მიუდგებით. მოძებნეთ დეტალები, რომლებიც მხოლოდ მინიმალისტური სტილის კი არ იქნება, არამედ ფუნქციურიც. აუცილებლად გაითვალისწინეთ თქვენი ცხოვრების წესი, მაგალითად, თუ გიყვართ დივანზე დასვენება და ფილმების ყურება, პრიორიტეტად სწორედ ეს აიღეთ. არ გამოიყენოთ ის, რაც ყოველდღიურად არ გჭირდებათ. გაქვთ ბევრი წიგნი? ისეთი კარადა შეარჩიეთ, რომელსაც კარი ექნება და შიგნით შეინახეტ წიგნები. დეკორაციისთვის მხოლოდ მცირე რაოდენობის ნივთი გამოიყენეთ, თუნდაც თქვენი წიგნების კოლექციიდან რამდენიმე წიგნი. ინტერიერში მინიმალიზმის მისაღწევად რამდენიმე ძირითადი პუნქტი არსებობს:

1. ხაზი გაუსთვის თქვენი სახლის არქიტექტურულ დეტალებს, დამალვის ნაცვლად, აქციეთ ინტერიერის ნაწილად;

2. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ყველაფერი შეარჩიეთ ფუნქციის მიხედვით. ინტერიერში გამოყენებული თითოეული დეტალი უნდა იყოს „დასაბუთებული“, რათა თავიდან აირიდოთ არეულობა;

3. წესრიგი, წესრიგი და წესრიგი! უპირატესობა მიანიჭეტ თანამედროვე საცავს, სადაც ზედმეტ ნივთებს მოათავსებთ;

4. აირჩიეთ ფერთა პალიტრა – როდესაც ქმნით თანამედროვე, მინიმალისტურ ინტერიერს იდრალურია თეთრი, კრემისფერი, შავი, ნაცრისფერი და მათთან დაკავშირებული მონოქრომული ფერები. თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ სხვა ფერები არ უნდა გამოიყენოთ, მთავარია შეარჩიოთ ერთმანეთისგან არც ისე რადიკალურად განსხვავებული სამი ფერი;

5. მომხიბლავი, მინიმალისტური ინტერიერის შექმნა ნიშნავს ავეის გააზრებულად გამოყენებას, რათა სივრცე იყოს დაბალანსებული. რაც არ უნდა მზირე ზომის იყოს ავეჯი, ნუ მიატყუპებთ ერთმანეთთან და დატოვეთ სივრცე.

ცოტა რამ მინიმალიზმზე

დღესდღეობით უკვე გამზადებული მინიმალისტური სტილის ავეჯსა და დეკორაციებს შეხვდებით, რაც საშუალებას მოგცემთ კიდევ უფრო მარტივად შექმნათ ბინაში მინიმალიზმი. იმის მიუხედავად, რომ მინიმალიზმი სიმარტივესა და ბალანსს მოიცავს, მინიმალისტური სტილის ავეჯი ძალიან ლამაზი და გამორჩეულია.  მინიმალისტური სტილის შექმნა შეგიძლიათ ხელოვნების ნიმუშებითაც, რომელიც სწორედ ამ სტილს პასუხობს. როგორც აღვნიშნეთ, მინიმალიზმი ხელოვნებიდან მომდინარეობს და ნამდვილად არ გაგიჭირდებათ მინიმალისტური ნამუშევრების მოძიება.

მინიმალიზმს თავისუფლების მომტან სტილადაც მოიხსენიებენ, რომელსაც შინაგანი სიმშვიდე და სიმყუდროვე მოაქვს. თქვენ არ ხართ შეზღუდული საკუთარი შემოქმედებითობისა და ფანტაზიის გამოყენებაში, უბრალოდ მნიშვნელოვანია, რომ ამ ყველაფერმა ქაოსი არ შექმნას და ბალანსი იყოს დაცული. მინიმალისტური სტილის გამოყენებით ზედმეტი გადატვირთვის გარეშე შექმნით მშვიდ, ლამაზ და ჰარმონიულ ბინას.

არქი ქარდით კი პარტნიორ მაღაზიებში შეძლებთ ფასდაკლებით შეიძინოთ მინიმალისტური სტილის ავეჯი და დეკორაციები. ეს არის ფასდაკლების ბარათი, რომელიც არქიში ბინის შეძენისთანავე გადმოგეცემათ საჩუქრად და მოიცავს როგორც ტექნიკის, ავეჯის და დეკორაციების მაღაზიებს, ისე, თქვენთვის საჭირო მრავალფეროვან სერვისებს, გამაჯანსაღებელ, სპორტულ და საგანმანათლებლო ცენტრებს.

www.archi.ge

შეადარე განცხადება

შედარება