fbpx

მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული და გამორჩეული სკამები

  • 2 თვის წინ

[ad_1]

სკამი აუცილებელი ავეჯის გარდა ინტერიერის გამორჩეული ელემენტია, რომელსაც შეუძლია მთელი სახლის ინტერიერზე დიდი გავლენა იქონიოს. მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ სკამებს აქვს ისტორიული ან მხატვრული დატვირთვა. ჩვენს ბლოგში მიმოხილული სწორედ ეს სკამები იქნება. გარდა ყველაზე ცნობილი, ძვირადღირებული სკანებისა გაგაცნობთ ისეთებსაც, რომლების გამოყენებაც ყოველდღიურობაშია შესაძლებელი. თითოეული მათგანი ორიგინალურობით, დახვეწილობითა და სახასიათო სტილით გამოირჩევა.

 

 

გამორჩეული სკამები სამზარეულოსთვის

 

სამზარეულოს სკამები, რომლების შესახებაც ვისაუბრებთ ნებისმიერი სტილის ინტერიერს შემატებს ორიგინალურობასა და დახვეწილობას. სამივე სკამი შექმნილია ცნობილი დიზაინერების მიერ.

 

1. მარიპოზას სკამი ელენტურია, აერთიანებს კლასიკურ სტილსა და მეტალის დეტალებს. ნებისმიერ სამზარეულოსა თუ სასადილო ოთახს მოუხდება. მისი ფასი 675 დოლარს შეადგენს.

2. ჰერმან მიერის და ჰეი ეიმსის კოლაბორაციით შექმნილი სკამი სხვადასხვა ფერისაა ხელმისაწვდომი. იგი ერთი დანახვითაც იპყრობს მნახველების გულებს, რადგან ძალიან ორიგინალური და დასამახსოვრებელი დიზაინი აქვს. მისი ფასი კი 375 დოლარია.

3. ფრიც ანსენის ამ სკამის პირვანდელი დიზაინი 1952 წელს არნე იაკობსონმა შექმნა და დღესაც ერთ-ერთ ყველაზე საკულტო დიზაინად რჩება. ფრიცის სკამი შთაგონებულია შუასაუკუნეების დანიური დიზაინის მიერ და 449 დოლარი ღირს.

 

 

გამორჩეული დიზაინის სკამები გარე სივრცისთვის

 

გარე სივრცისთვის განკუთვნილი ეს სამი სკამი გამოირჩევა კომფორტულობით და ორიგინალური დიზაინით. წარმოდგენილი სკამები აივნისთვის, ბაღისთვის და ნებისმიერი გარე სივრცისთვის იდეალურია.

 

1. ქასტინ ბლექინის სავარძელი სპეციალურად კომფორტულად დასვენებისთვისაა შექმნილი და მართლაც გამოირჩევა დიზაინით. ელეგანტური და დახვეწილი სავარძლის ფასი 475 დოლარია.

2. ჰელენამ შექმნა ვინტაჟური, დაწნული, ულამაზესი დიზაინის სკამი, რომელიც ჩვეულებრივი ხის მასალისგან განსხვავებით რბილია და შექმნილია განტვირთვისთვის. დღესდღეობით მისი ღირებულება 639 დოლარს შეადგენს.

3. გამორჩეული სტილი და დიზაინი, ზეთისხილის ფერები და მუდმივი კომფორტი – ეს ელოდის 2695 დოლარიანი სკამია. ნებისმიერ ტერასას კომფორტულ და გამორჩეულ სივრცედ გარდაქმნის. მისი დიზაინი სრულად პასუხობს თანამედროვე ტრენდებს.

 

 

მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული სკამები

 

სკამები, რომლებზეც ახლა ვისაუბრებთ ძალიან ძვირადღირებულია და დროის გასვლასთან ერთად, ფასი კიდევ უფრო მატულობს. რითი გამოირჩევა ეს სკამები?

 

1. ვეგნერის სკამი დანიური დიზაინისაა და თავდაპირველად მინიმალისტურ შთაბეჭდილებას ტოვებს. თუმცა, გამოყენებული მაღალი ხარისხის მასალები მის ფასს ზრდის. ეს სკამი მდიდრულ კომფორტსა და ესთეტიკას აერთიანებს, მოერგება ნებისმიერ მოდერნისტულ და მინიმალისტურ სახლს. მისი ღირებულება 12 555 დოლარია.

2. ჰარი პოტერის სკამი 50 ათასი დოლარი ღირს. ეს არის სკამი, რომელზეც როულინგი იჯდა „ფილოსოფიური ქვის“ წერისას. მის ფასს სწორედ ეს ფაქტი განაპირობებს.

 

 

3. პანდებიანი სკამი ფერნანდისა და ჰუმბრტის დიზაინითია შექმნილი, მხოლოდ 25 ცალია წარმოებული. მისი ღირებულება 100 ათას დოლარს აღემატება.

4. კენედის სკამები 60-იანი წლების საოფისე სკამებს წარმოადგენს. ფასი 169 ათასი დოლარია და ამ ფასს განაპირობებს ისტორია. სწორედ ეს სკამები აჩუქა პირველმა ლედიმ ჯეკი კენედიმ რომბერტ მაკმანარას.

5. ყველაზე ცნობილი ავსტრიელი დიზაინერის მარკ ნიურინის ახალი ქმნილება, რომელიც წარმოადგენს 3.64 მილიონი დოლარი ღირს. ეს არის მოდერნისტული, მბზინვარე, ლითონის სკამი.

 

 

6. დრაკონის სკამი – ყველაზე ძვირადღირებული სკამი, რომლის ფასი ყველა სხვა სკამის ფასს აღემატება და 34 მილიონ დოლარს შეადგენს. ეილინ გრეიმ ეს სკამი ასზე მეტი წლის წინ შექმნა და მრავალი ცობილი ადამიანის საკუთრებას წარმოადგენდა, რაც ფასს კიდევ უფრო ზრდის. დრაკონის სკამი აუქციონზე შეფასდა, მისი შეძენის არაერთი მსურველი გამოჩნდა, მისი მფლობელი კი ივ სენ ლორანი გახდა.

 

 

ამ კონკრეტულ სკამებს ვერ, თუმცა თქვენთვის სასურველი სკამების და სხვა ავეჯის შეძენას არქი ქარდით პარტნიორ მაღაზიებში ფასდაკლებით შეძლებთ. ეს არის ფასდაკლების ბარათი, რომელიც არქიში ბინის შეძენისას საჩუქრად გამოგეცემათ. ავეჯის მაღაზიების გარდა ბარათით ფასდაკლებას მიიღებთ ტექნიკის, დეკორის, სარემონტო მასალების მაღაზიებში და მიიღებთ თქვენთვის საჭირო მრავალფეროვან მომსახურებებს.

 

 

[ad_2]

www.archi.ge

შეადარე განცხადება

შედარება