fbpx

პატარა ფართის ბინების ყველაზე ორიგინალური ინტერიერები

  • 1 თვის წინ
ნახვა 31

დღესდღეობით ძალიან პოპულარულია ერთოთახიანი, სტუდიოს ტიპის ბინები. მსგავს ბინებში საძინებელი ცალკე ოთახად არ არის გამოყოფილი, სწორედ ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, ოთახის ინტერიერი სწორად შევარჩიოთ. ჩვენს ბლოგში გაგაცნობთ პატარა ფართის ბინების რამდენიმე გამორჩეულ ინტერიერს, რომელიც შთაგაგონებთ და დაგეხმარებათ მაქსიმალურად აითვისოთ სივრცე, კომფორტულად მოაწყოთ ბინა.

რა მნიშვნელობა აქვს პატარა ფართის ბინაში ინტერიერს?

ზოგჯერ შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ბინის ინტერიერს მხოლოდ ვიზუალური ეფექტი აქვს. რეალურად კი ინტერიერი გავლენას ახდენს ყოველდღიურ განწყობაზე და გვეხმარება სივრცის მაქსიმალურად ათვისებაში. როცა ერთოთახიანი ბინა გვაქვს ინტერიერის შერჩევასა და მოწყობას დიდი მნიშვნელობა აქვს. თქვენ შეიძლება დაბნეული იყოთ და არ იცოდეთ ერთ სივრცეში როგორ უნდა განათავსოთ ყველაფერი. ამის გადასაწყვეტად თქვენთვის სტუდიოს ტიპის ბინების რამდენიმე ორიგინალური ინტერიერი შევარჩიეთ.

როგორ მოვაწყოთ „ფარული“ საძინებელი

ერთოთახიანი, სტუდიოწ ტიპიწს ბინის მოწყობისას ხშირად შევდივართ ჩიხში საწოლის განთავსებასთან დაკავშირებით. ეს სამი ინტერიერი ამ პრობლემის გადაწყვეტაში დაგეხმარებათ:

1. მოათავსეთ თქვენი საძინებელი მოძრავ კუბში. იმის ნაცვლად, რომ იყიდოთ გასაშლელი ტახტი და საკუთარ სახლში თავი სტუმრად იგრძნოთ, გთავაზობთ ამ მოძრავ, მყუდრო და სახალისო გადაწყვეტას.

2. ხელის ერთი მოძრაობით თქვენი საძინებელი შეგიძლიათ დამალოთ და მის მაგივრად სამუშაო მაგიდა გამოაჩინოთ. ეს ელეგანტური ინტერიერი თქვენს ბინაში სიმყუდროვეს შემოიტანს.

3. ეს კომპაქტური, მრავალფუნქციური ავეჯი სპეციალურად მცირე ფართის ბინისთვისაა შექმნილი. სურვილის შემთხვევაში დამალავთ, როგორც საწოლს, ისე სამუშაო მაგიდასაც.

4. აამაღლეთ სამზარეულო და მის ქვეშ მოძრავი საწოლი განათავსეთ. ამ დიზაინის შემთხვევაში საწოლის სრულად დამალვაა შესაძლებელი, რაც იატაკს სხვა აქტივობებისთვის გამოგითავისუფლებთ.

როგორ შევქმნათ განცალკევებული საძინებელი

თუ პატარა ფართის ბინაში დამოუკიდებელი საძინებლის გაკეთება გსურთ, ინტერიერის ეს ვერსიები თქვენთვისაა:

1. ლითონის კონსტრუქციის დახმარებით სტუდიოს ტიპის ბინაში შეგიძლიათ საძინებელი განცალკევებულ ოთახად აქციოთ.

2. ამ პატარა ბინის თანამედროვე და მხატვრული დიზაინი კომფორტს ნამდვილად უზრუნველყოფს. ხის კონსტრუქცია საშუალებას მოგცემთ დივნის უკან არსებული სივრცე საძინებლად ისე გამოიყენოთ, რომ მისაღებ ოთახს სრულად გამოეყოს.

3. ეს ინტერიერი მიზნად ისახავს, თითოეულ კუთხეს ჰქონდეს ფუნქცია. სამზარეულოს მინიმალისტური ნიშა ისეა შერწყმული საძინებელთან, რომ ორივემ დამოუკიდებელ სივრცეში იფუნქციონიროს.

როგორ განვათავსოთ ნივთები პატარა ფართის ბინაში

ერთ-ერთი პირველი პრობლემა, რაც შეზღუდული ფართის მოწყობისას გვაქვს არის სად განვათავსოთ ამდენი ნივთი? სტუდიოს ტიპის ბინის ეს გამორჩეული სამი ინტერიერი ამ კითხვაზე პასუხის გაცემაში დაგეხმარებათ:

1. ამაღლებული საწოლი კიბეების ქვეშ სათავსოების განთავსების შესაძლებლობას გაძლევთ. საწოლის გვერდითა ნაწილის გამოყენება კი დიდი კარადისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ. ასე თქვენ დაზოგავთ სივრცეს და სახლში მუდმივად შეინარჩუნებთ წესრიგს.

2. დაძველების ეფექტით შექმნილი წიგნების ხის დიდი თარო გარდა იმისა, რომ სხვადასხვანაირი ნივთების დასაწყობად გამოგადგებათ, ასევე საძინებელსა და მისაღებს განაცალკევებს.

3. როცა შეზღუდულ სივრცესთან გვაქვს საქმე კრეატიულობა აუცილებელია. სივრცის მრვაალფუნქციური გამყოფი, რომელიც ბრუნავს გამოიყენება ტელევიზორისთვის, წიგნებისთვის, დეკორაციული ნივთებისთვის და სივრცეს სხვადასხვა ფუნქციასაც ანიჭებს. საძინებლად გარდაქმნით სივრცეს, თუ მისაღებ ოთახად მხოლოდ თქვენს სურვილზე იქნება დამოკიდებული.

ყველაფერი ერთ სივრცეში

ყველაფერი ერთ სივრცეში ისე ჟღერს, თითქოს აუცილებლად არეულობა უნდა იყოს და რაღაცები ვერ ეტეოდეს. ინტერიერის ეს ორი ვერსია ამ შეხედულებას შეგაცვლევინებთ:

1. ავეჯი გამოიყენეთ სივრცეების ვიზუალურად გამოსაყოფად, ოღონდ ავეჯის ზემოთ დატოვეთ სიცარიელე, რათა სივრცის შეგრძნება გაზარდოთ. ეს მყუდრო და სუფთა ატმოსფერო აზიური სიმართივით, ხის კონსტრუქციების ორგანული კომბინაციებითა და თეთრი ზედაპირებითაა შექმნილი.

2. წარმოიდგინეთ, ეს ბინა მხოლოდ 13 კვ.მ. არის, მაგრამ სწორი დიზაინის წყალობით მასში ყველაფერია. მისი მყუდრო და ელეგანტური დეკორი მოიცავს რამდენიმე ჭკვიანურ გადაწყვეტილებას – ღია ფერების სქემა, მოძრავი და მრავალფუნქციური ავეჯი. გადმოსაშლელი საწოლი საერთოდ არ იკავებს ადგილს, გადმოსაშლელია სავარძელიც და სკამებიც.

www.archi.ge

შეადარე განცხადება

შედარება