fbpx

ფარდების გამოყენების კრეატიული იდეები

  • 2 თვის წინ

[ad_1]

ფარდები თითქმის ყველა ოთახის განუყოფელი ნაწილია და ძალიან დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია ინტერიერზე. ფარდები სახლში არ არის მხოლოდ ქსოვილი, რომელიც ფანჯრიდან ზედმეტი შუქის შემოსვლას უშლის ხელს, ეს არის ინტერიერის მნიშვნელოვანი ნაწილი და მის სწორედ გამოყენებას ატმოსფეროს გარდაქმნაც კი შეუძლია. ჩვენს ბლოგში მოგიყვებით ფარდების გამოყენების კრეატიულ გზებზე.

 

ფარდების გამოყენების უამრავი კრეატიული ხერხი არსებობს არა მხოლოდ ფანჯრებზე. იმისთვის, რომ სახლში გამორჩეული სტილი და ატმოსფერო შექმნათ ფარდები უბრალოდ კი არ უნდა ჩამოკიდოთ, არამედ გამოიყენოთ იდეები, რომლებსაც ჩვენს ბლოგში წაიკითხავთ. ეს იდეები ნამდვილად შთაგაგონებთ და დაგეხმარებათ განსაკუთრებული ინტერიერის შექმნაში. 

 

 

ფანჯრებზე ფარდების დაკიდების განსხვავებული გზები

 

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ფარდა უბრალოდ ნაჭერი არ არის, რომელიც შუქის შემოსვლას უშლის ხელს. ჩვენ წარმოგიდგენთ მეთოდებს, თუ როგორ უნდა დაკიდოთ ფარდა მისაღებ ოთახში, თუ სხვა ოთახების ფანჯრებზე ისე, რომ ინტერიერი ორიგინალური და შთამბეჭდავი გახდეს. პირველ რიგში, იყავით გაბედული და ნუ შეგეშინდებათ სიახლეების.

 

 

1. ეს კლასიკური და რომანტიკული ვერსია რომ მიიღოთ, ორი გამჭვირვალე ფარდა ერთმანეთს ფარდის რგოლებით დააკავშირე და რგოლები ფარდის საკიდზე მიამაგრეთ.

2. ბოჰო სტილი ყოველთვის გამორჩეულია. მსგავსი ფარდები აგიმაღლებთ განწყობას. ამ სტილის შესაქმნელად შეაგროვეთ სხვადასხვა ფაქტურის ფერადი ნაჭრები, მიამაგრეთ ერთმანეთს და ფარდის რგოლების დახმარებით ჩამოკიდეთ საკიდზე.

3. გამოიყენეთ ხის ტოტის ფორმა ფარდის საკიდად. დარწმუნდით, რომ ტოტის ფორმა სწორია და საკმარისად სქელი ფარდის დასაჭერად, მაგრამ ასევე საკმარისად თხელი ფარდის ღეროების დასამაგრებლად.

4. გამოიყენეთ წარწერებიანი ფარდები. ეს ინტერიერს ელეგანტურობასა და ინდივიდუალიზმს შემატებს. თუ ფარდას თავად ქმნით შეგიძლიათ თქვენი საყვარელი ტექსტი, ციტატები ან ლექსები დაწეროთ.

 

 

სახლში ფარდების გამოყენების კრეატიული მეთოდები

 

რატომ მხოლოდ ფანჯარაზე, როცა ფარდა შეიძლება ძალიან ბევრ რამეში გამოიყენოთ. ჩვენი იდეებით არა მხოლოდ ინტერიერს გაალამაზებთ, არამედ ფარდის ახალ ფუნქციებსაც აღმოაჩენთ.

 

1. ფარდა საძინებელში მაშინაც შეგიძლიათ გამოიყენოთ, თუ ოთახს ფანჯარა არც აქვს. აქციეთ ფარდები საწოლის ნაწილად, როგორც სურათზეა ნაჩვენები და შექმენით რომანტიკული, მყუდრო გარემო.

2. თუ ინტერიერში მრავალფეროვნება და ცვლილებები გიყვართ, ხოლო ამის საუკეთესო ხერხად შპალერის ცვლილება მიგაჩნიათ, ეს იდეა სწორედ თქვენთვისაა. შპალერის ხშირი ცვლა ხარჯებთან, დროსთან და დისკომფორტთანაა დაკავშირდებული, ამიტომ აქციეთ ფარდა კედლის ფონად და შეცვალეთ მაშინ, როცა მოგესურვებათ.

3. ოთახს კარი თუ არ აქვს ხშირად დისკომფორტის შემქნელია, ამიტომ გამოიყენეთ კარის ალტერნათივად თქვენთვის სასურველი დიზაინის ფარდა.

 

4. ფარდის გამოყენება შეგიძლიათ ნიჟარის გარშემო. ამ ხერხით შეძლებთ დაფაროთ ნიჟარის ქვეშ მოთავსებული ნივთები და დახვეწილი ინტერიერი შექმნათ სამზარეულოში.

5. ფარდის აივანზე გამოყენებით შექმნით ლამაზ და მყუდრო დასასვენებელ სივრცეს, სადაც კომფორტულად დალევთ ყავასა თუ ჩაის, წაიკითხავთ წიგნებს ან იმუშავებთ ლეპტოპში.

6. ფარდის ხელოვნების ნიმუშის ფონად გამოყენება თანამედროვე მეთოდია. შედეგი კი ნამდვილად ძალიან ორიგინალურია.

 

 

ფარდა, როგორც იზოლაციის საშუალება

 

გარდა იმისა, რომ ფარდა ინტერიერს გამორჩეულს ხდის და ზედმეტი შუქისგან გვიცავს, მაღალი ხარისხის ფარდას შეუძლია ბინაში სითბოს შენარჩუნება. ასევე, ფარდა ხელს უშლის მტვრის და სხვა ალერგენების სახლში შემოღწევას.

ფარდის სწორად მოვლა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მან თავისი ფუნქციები შეასრულოს და დაგროვილი მტვრისგან გათავისუფლდეს. თუ ფარდა მძიმე ნაჭრისგანაა დამზადებული მისი ხშირად გარეცხვა გაგიჭირდებათ, ასეთ შემთხვევაში ფანჯარაზე დაკიდებული უნდა გადაფინოთ და გაანიავოთ, ხოლო სხვა ადგილას დაკიდებული სხვადასხვა საშუალებებით გაწმინდოთ. მსუბუქი ფარდების გარეცხვა კი ორ თვეში ერთხელაა რეკომენდებული.

 

არქი ქარდით კი პარტნიორ მაღაზიებში ფასდაკლებით შეძლებთ თქვენთვის სასურველი დიზაინის ფარდებისა და დასაკიდებლად საჭირო აქსესუარების შეძენას. ეს არის ფასდაკლების ბარათი, რომელიც არქიში ბინის შეძენისთანავე საჩუქრად გადმოგეცემათ. ასევე, ამ ბარათით ფასდაკლებით შეგიძლიათ შეიძინოთ ავეჯი, ტექნიკა, დეკორი, სარემონტო მასალები და ისარგებლოთ თქვენთვის თუ თქვენი შინაური ცხოველისთვის საჭირო სხვადასხვა მრავალფეროვანი მომსახურებით.

[ad_2]

www.archi.ge

შეადარე განცხადება

შედარება