რა დატვირთვა შეგვიძლია შევძინოთ გათბობის რადიატორებს სახლის ინტერიერში

  • 1 თვის წინ

ცენტრალური გათბობა სახლის მნიშვნელოვანი და საჭირო დეტალია, მაგრამ რა უნდა ვქნათ, თუ რადიატორები ინტერიერს სულაც არ უხდება? ჩვენი ბლოგი დაგეხმარება რადიატორებს შესძინო სხვა, პრაქტიკული ფუნქცია და ინტერიერის ნაწილად აქციო.

საფარი ოქროსფერი დეტალებით

ოქროსფერი დეტალები ინტერიერს ყოველთვის უფრო მდიდრულს ხდის. თუ ასეთი ინტერიერი მოგწონს რადიატორს დაუმაგრე ოქროფერი დეტალებით გაფორმებული საფარი. გაითვალისწინე, საფარი ადვილად უნდა იხსნებოდეს, იმისთვის, რომ რადიატორის ჩართვისას მარტივად მოხსნა, რადგან შეიძლება სახლის გათბობას ხელი შეუშალოს.

გააფორმე ქსოვილით

რადიატორის ზემოთ დაამაგრე თარო და გადააფარე შენი სახლის ინტერიერზე მორგებული ქსოვილი. ეს საკმაოდ ბიუჯეტური და მრავალფეროვანი გადაწყვეტილებაა, რადგან ქსოვილს ნებისმიერ დროს სურვილისამებრს შეცვლი. ეს გაფორმება მოხსნას არ საჭიროებს, რადგან ოთახის გათბობას ხელს არ შეუშლის.

შავი საფარი

თუ გაბედული ხარ რადიატორს დაუმაგრე შავი საფარი. შავი საფარი ოთახის ინტერიერს სახასიათოს გახდის და ყურადღებას მიიქცევს. შავი ფერის შემოქმედებითი სტილის მაქსიმალურად გამოყენებისთვის შეგიძლია რადიატორის ზემოთ დაკიდო ხელოვნების ნიმუში, ფოტო ან ის, რაზეც ყურადღების გამახვილება გსურს.

კონსოლი

რადიატორის საფარის ნაცვლად გამოიყენე კონსოლი. იმის მიუხედავად, რომ მაგიდამ შეიძლება რადიატორი ბოლომდე ვერ დაფაროს, ძალიან პრაქტიკულია, რადგან დამატებითი სათავსოა და საშუალებას გაძლევს ინპროვიზაციას მიმართო, შენთვის სასურველი კომპოზიციები მოათავსო კონსოლზე. კონსოლის კიდევ ერთი პლუსი ის არის, რომ რადიატორის ჩართვასთან ერთად მისი გადაადგილება საჭირო არაა.

შეარჩიე რადიატორი

შესაძლოა, საფარის ან სხვა დეკორატიული ელემენტების გამოყენება არ გსურს, ამ შემთხვევაში შეგიძლია შეარჩიო განსხვავებული დიზაინის რადიატორი. დიახ, ყველა რადიატორი ერთნაირი არ არის და შენ გაქვს შესაძლებლობა შეიძინო ისეთი, რომლის დამალვაც არ მოგიწევს, არამედ, შენი სახლის ინტერიერს წინასწარ მოარგებ.

ბლოგში მოცემული რჩევების გარდა შეგიძლია გამოიყენო ფანტაზია და რადიატორი საკუთარი გემოვნების მიხედვით მორთო.

თუ ცენტრალური გათბობა ჯერ არ გაქვს ან რადიატორების შეცვლა გსურს, არქი ქარდით არქის პარტნიორ კომპანიებში ცენტრალურ გათბობისა და საჭირო აქსესუარების შეძენას ფასდაკლებებით შეძლებ.

www.archi.ge

შეადარე განცხადება

შედარება