fbpx

რატომ და როგორ უნდა გამოვიყენოთ წითელი ფერი სამზარეულოს ინტერიერში

  • 1 თვის წინ

სახლის მოწყობისას ხშირად ვეძებთ ორიგინალურ გადაწყვეტილებებს. გვსურს, რომ ინტერიერი გამორჩეული იყოს. წითელი სამზარეულო კი სახლში უნიკალური და გამორჩეული ინტერიერის შექმნის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. ამ ბლოგში ვისაუბრებთ, როგორ გამოვიყენოთ წითელი ფერი სამზარეულოს აქსესუარები ისე, რომ ჩვეი სამზარეულო მართლაც განუმეორებელი იყოს და მთელი სახლის ინტერიერზე დადებით გავლენას ახდენდეს.

რატომ უნდა აირჩიოთ სამზარეულოსთვის წითელი ფერი

მიუხედავად იმისა, რომ სამზარეულოს მოწყობისას კრემისფერის ან შავთ-თეთრის გამოყენება ოპტიმალური ვარიანტია, ზოგჯერ ღირს, ცოტა უფრო გაბედული იყოთ. ამასთან ერთად, უნდა აღვნიშნოთ, რომ სტანდარტული და კლასიკური სამზარეულოები ისეთი ტრენდული აღარაა, როგორც ადრე. ცნობილი ბრენდები სამზარეულოს ინტერიერში თამამ ფერებს იყენებენ. თუ დინამიური და ორიგინარიული სამზარეულო გსურთ, არ მოერიდოთ გაბედულ ბანიჯებს და აირჩიეთ მკვეთრი ფერები, კონკრეტულად კი წითელი. თანაც, სულაც არ არის საჭირო მთელი სამზარეულოს შეცვლა. სასურველი შედეგის მისაღებად შეგიძლიათ შეარჩოთ სამზარეულოს ავეჯის აქსესუარები, რომლებსაც წითელი დეტალები ექნება. ასევე, შეგიძლიათ ავეჯის ნაწილები გადაღებოთ წითლად, ან მაგალითად, შეარჩიოთ სამზარულოს კარადა წითელი კარებით.

როგორ უნდა გაანეიტრალოთ წითელი

წითელი მკვეთრი, ეფექტური და ძლიერი ფერია. თუ თქვენთვის ეს დისკომფორტულია, შეგიძლიათ აირჩიოთ წითლის სხვა ტონები. მაგრამ არაა გამორიცხული, რომ არ მოგწონდეთ სხვა ტონები. სწორედ ასეღთი სიტუაციებისთვის გირჩევთ, როგორ უნდა „გაანეიტრალოთ“ წითელი ფერი ინტერიერში:

1. თეთრის და წითლის კომბინაცია – თუ გსურთ წითელი სამზარეულო, მაგრამ გეშინიათ გადაჭარბებული არ იყოს, თეთრის და წითლის კომბინაცია იდეალური არჩევანია. თეთრი ყველა სხვა ფერს უხდება, წითელთან ერთად კი ატმოსფეროს უნიკალურს ხდის.

2. წითელი და ნაცრისფერი – ინტერიერში ამ ორი ფერის კომბინაციის გამოყენება ძალიან ტრენდულია. წითლის და ნაცრისფრის შერწყმამ შეიძლება ქვის ეფექტიც კი მოგცეთ, რაც სამზარეულოს ძალიან დახვეწილს გახდის.

3. შავ-თეთრი და წითელი – წითელი ძალიან კარგი ფერია მონოქრომული შავთეთრისთვის დასამატებლად. წითელი ორფეროვან სამზარეულოს სიმდიდრეს შესძენს. ამისთვის გამოიყენეთ წითელი სკამები, დიდი წითელი თაროები ან ფარდები.

წითელი სამზარეულოს მოწყობის ხერხები

როგორც ზემოთთ აღვნიშნეთ, ორიგინალური წითელი სამზარეულოს შესაქმნელად სულაც არ არის აუცილებელი მთელი სამზარეულოს შეცვლა. როცა საქმე სამზარეულოში წითელი ფერის დამატებას ეხება, იდეალური შედეგის მიღების სხვადასხვა ხერხი გამოიყენება:

  • თუ თეთრი კედლები და ხის იატაკი გაქვთ არჩეული, შეგიძლიათ წითელი თამამად გამოიყენოთ. ამ შემთხვევაში, რაც არ უნდა ბევრი და დიდი ნივთი იყოს წითელი, კედლები და იატაკი გაანეიტრალებს.
  • წითელი ფილები საუკეთესო გზაა სამზარეულოში წითელი ფერის დასამატებლად. მოაპირკეთეთ სხვადასხვა კუთხე წითელი ფერებით, მაგრამ ამ შემთხვევაში მოერიდეთ წითელი ფერის აქსესუარების მასიურად გამოყენებას.
  • სამზარეულოს წითელი კუნძული საკმაოდ თამამი განაცხადია და აბალანსებს სამზარეულოს ზედაპირებს. შესაბამისად, თუ თქვენს სამზარეულოში თეთრი და ღია ფერები ჭარბობს თამამდ შეგიძლიათ გამოიყენოთ წითელი კუნძული, რომელიც შესვლისთანავე თვალშისაცემი იქნება და სტუმრებზე დიდ შთაბეჭდილებას მოახდენს.
  • სამზარეულოს დეკორატიული აქსესუარები თუ წითელი იქნება, დაბალანსებულ და გამორჩეულ ინტერიერს შექმნის. აქაც უნდა გაითვალისწინოთ, რომ თუ წითელ დეკორატიულ აქსესუარებს გამოიყენებთ ავეჯი არ უნდა იყოს მთლიანად წითელი, არც კედელი ან იატაკი.

წითლის გამოსაყენებლად მხოლოდ ორიგინალური ინტერიერის შექმნის სურვილი საკმარისი არ არის. როცა წითელი ფერის არჩევას გადაწყვეტთ მისი სიძლიერე, დინამიურობა გაითვალისწინეთ. წითელი სამზარეულოში ქმნის განსაკუთრებულ აურას, რომელიც თქვენს პიროვნებას უნდა შეესაბამებოდეს. თუ თქვენზე და ოჯახის წევრებზე ეს დინამიური ფერი, მისი შექმნილი აურა დისკომფორტული არ არის, მაშინ ეს ორიგინალური, დახვეწილი და ძლიერი ფერი სწორედ თქვენი სახლისთვისაა ზედგამოჭრილი.

არქი ქარდით პარტნიორ კომპანიებში ფასდაკლებით შეგიძლიათ შეიძინოთ წითელი ავეჯი, აქსესუარები თუ სარემონტო მასალები. არქი ქარდი არის ფასდაკლების ბარათი, რომელსაც საჩუქრად მიიღებთ ბინის შეძენისთანავე და ფასდაკლებით ისარგებლებთ მაღაზიებში, საგანმანათლებლო, გამაჯანსაღებელ, სილამაზის ცენტრებში და სხვადასხვა სერვისებზე.

www.archi.gehttps://archi.ge/ka/blogs/witeli-samzareulo

შეადარე განცხადება

შედარება