fbpx

როგორ მოვაწყოთ სახლი 2024 წელს ფენ შუის მიხედვით

  • 2 თვის წინ

[ad_1]

დრაკონის წელი დადგა და თუ თქვენ მსგავს დეტალებს ყურადღებას აქცევვთ, ფენ შუის მიხედვით სახლის მოწყობა ნამდვილად დაგაინტერესებთ. ფენ შუი უძველესი პრაქტიკაა, რომელიც საცხოვრებელ სივრცეში ენერგიების დაბალანსებას უწყობს ხელს, პოზიტივი და სიუხვე მოაქვს. არ აქვს მნიშვნელობა, პირველად გესმით ფენ შუი, თუ უკვე იყენებთ ამ პრაქტიკას, ეს ბლოგი ორივე შემთხვევაში დაგეხმარებათ. ჩვენ ვისაუბრებთ, როგორ უნდა მოაწყოთ სახლი ფენ შუის მიხედვით ისე, რომ 2024 წლის დრაკონის ენერგიას შეესაბამებოდეს.

 

 

ფენ შუი სახლის ინტერიერში

 

Feng Shui (ფენ შუი) სახლის ინტერიერში რომ გამოვიყენოთ, პირველ რიგში საცხოვრებელი ფართი უნდა მოვაწესრიგოთ. წარმოგიდგენთ რამდენიმე კონკრეტულ ქმედებას, რომელიც სახლის ფენ შუის მიხედვით მოწყობამდე უნდა გააკეთოთ:

 

  • თითოეული ოთახიდან გადააწყვეთ ზედმეტი ნივთები, რომლებსაც აღარ იყენებთ. არეულობას შეუძლია დადებითი ენერგიის დაბრკოლება.
  • გაწმინდეთ სახლი საფუძვლიანად. სახლის მოწყობამდე აუცილებელია ღრმა წმენდა, მაქსიმალურად მოაშორეთ მტვერი – ეს უარყოფითი ენერგიაა.
  • შეაკეთეთ ან შეცვალეთ ნებისმიერი გატეხილი ნივთი თუ გაფუჭებული ტექნიკა. გატეხილი, გაფუჭებული ნივთებიც პოზიტიური ენერგიის შემაკავებელია.
  • გადააწყვეთ ავეჯი ისე, რომ შექმნათ ღია განლაგება და გახსნათ სივრცე. მოერიდეთ ავეჯის გასასვლელთან განთავსებას.
  • გაზარდეთ ბუნებრივი განათება, შემოუშვით ოთახში რაც შეიძლება მეტი სინათლე. გამოიყენეთ გამჭვირვალე ფარდები, რათა ბინა აივსოს მზის შუქით.
  • მოაწესრიგეთ თქვენი ციფრული ცხოვრებაც. დაალაგეთ ფაილები, წაშალეთ არასაჭირო ელექსტრონული წერილები, გაათავისუფლეთ კომპიუტერის, ლეპტოპისა და ტელეფონის „დესქთოფები“.

 

 

ფენ შუის ხუთი ელემენტი 2024 წლისთვის

 

ფენ შუის პრინციპში 2024 წელს გადამწყვეტ როლს ასრულებს ხუთი ელემენტის კონცეფცია. ეს ელემენტებია: ხე, ცეცხლი, დედამიწა, ლითონი, წყალი. როგორ უნდა გამოვიყენოთ და დავავბალანსოთ ეს ელემენტები ინტერიერში:

 

1. 2024 წელს დომინანტური ელემენტია ხე. ეს ელემენტი ზრდის, გაფართოების და სიცოცხლისუნარიანობის სომბოლოა. გამოიყენეთ მეტი ხის ავეჯი და დეკორი.

2. ცეცხლის ელემენტების ინტერიერში ჩასართველად გამოიყენეთ სანთლები, ნათურები და წითელი ფერის დეკორი. ცეცხლის ელემენტები ხელს უწყობს მოტივაციის ამაღლებას.

3. დედამიწის ელემენტები სტაბილურობის ნიშანია და 2024 წელს დაგეხმარებათ ძლიერი ენერგიის დაბალანსებაში. თქვენს სახლში სტაბილურობის, ჰარმონიის შექმნას კერამიკისა და თიხის ნივთებით მოახერხებთ. სწორედ კერამიკა და თიხა გამოხატავს დედამიწის ელემენტებს.

4. ლითონი ხის გადაჭარბებულ ენერგიას აკონტროლოს. თქვენ შეგიძლიათ ინტერიერში განათავსოთ ლოთონის დეკორი ან ფერები, თეთრი და მეტალის ტონები.

5. წყალი კვებავს ხეს, აყვავებაში ეხმარება. წყლის ელემენტების ინტეგრირება შესაძლებელია აკვარიუმებითა და სარკეებით.

 

 

როგორ მოვაწყოთ საძინებელი ფენ შუის მიხედვით?

 

განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია საძინებელში კომფორტის შექმნა და დადებითი ენერგიის შეტანა. ამაში კი ფენ შუიკს პრაქტიკა უკონკურენტოა. მოათავსეთ საწოლი ისე, რომ დაწოლისას კარს უყურებდეთ. გამოიყენეთ დამამშვიდებელი, მიწიერი ფერები და მაქსიმალურად შეზღუდეთ ელექტრონული მოწყობილობები. ფენ შუის მიხედვით თითოეული ოთახის მოწყობას თავისი პრინციპი აქვს:

 

  • მისაღებ ოთახში დივანი და სკამები პირით შესასვლელისკენ განათავსეთ, რაც დადებითი ენერგიის მიღების საშუალებას მოგცემთ. გამოიყენეთ ხის დეკორი და მწვანე ფერი. ასევე, შეარჩეთ ნამუშევრები ან დეკორი, რომელშიც დრაკონის სიმბოლიკა იქნება.
  • სამზარეულო აუცილებლად სუფთა და კარგად ორგანიზებული უნდა იყოს. დააბალანსეთ ხის ენერგია წითელი აქსესუარებით.
  • სახლის ოფისში სამუშაო მაგიდგა კარისკენ მიმართეთ. შეიტანეთ მცენარეები და ხის მასალისგან დამზადებული დეკორი.

 

 

ფერები და დეკორი

 

ფერთა სქემა, რომელსაც აარჩევთ მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს სახლში არსებულ ენერგეტიკასა და ატმოსფეროზე. წელს ფენ შუის მიხედვით მთავარი ფერი ზურმუხტისფერი მწვანეა, როფორც იღბლის მომტანი. ზურმუხტისფერის გამოყენებას გირჩევთ სახლის ძირითად ადგილებში, როგორიცაა კედელი ან ავეჯი. შეუთავსეთ ზურმუხტისფერს მიწიერი ტონები, კერძოდ ყავისფერი და კრემისფერი.

დეკორისთვის კი გირჩევთ ზარებს, სარკეებს, ბამბუკისგან დამზადებულ ნივთებს და ახალ ყვავილებს. თითოეულ მათგანს აქვს ისეთი რამ, რაც დრაკონის წელს უხდება და ამასთან ერთად, კომფორტულ ინტერიერს ქმნის.

 

არქი ქარდით კი პარტნიორ მაღაზიებში ფასდაკლებით შეძლებთ სასურველი ავეჯისა თუ დეკორის შეძენას. ეს არის ფასდაკლების ბარათი, რომელიც აქრიში ბინის შეძენისთანავე საჩქრად გადმოგეცემათ.

[ad_2]

www.archi.ge

შეადარე განცხადება

შედარება