როგორ მოვაწყოთ ტექნოლოგიების და კლასიკური სტილის გაერთიანებით სახლის ინტერიერი

  • 1 თვის წინ

ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, რომელშიც ტექნოლოგია განსაზღვრავს ყოველდღიურობის თითოეულ ასპექტს. ამ ციფრულ ეპოქაში ტექნოლოგიას ყველაფერზე აქვს გავლენა და გამონაკლისი არც სახლის ინტერიერი არ არის. არ აქვს მნიშვნელობა, როგორი სტილის ინტერიერს ავირჩევთ სახლისთვის, ტექნიკას ყველა შემთხვევაში ვიყენებთ. ადრე, ხშირად, როცა ბინის მოწყობას ვიწყებდით და სასურველი ტექნიკას ვყიდულობდით, გვიწევდა ინტერიერში შევზღუდულიყავით, რადგან ტექნიკა ყოველთვის ვერ თავსდებოდა ზუსტად ისე, როგორც ჩვენ გსურდა. ეს განსაკუთრებით ეხებოდა კლასიკური სტილის ინტერიერს. თუმცა, დღესდღეობით უკვე ისე განვითარდა ტექნოლოგიები, რომ თითქმის აღარასდროს გვიწევს საკუთარ სურვილებზე უარის თქმა.  ჩვენი ბლოგი კი დაგეხმარებათ, რომ ტექნოლოგიები და ინტერიერის კლასიკური სტილი ერთმანეთთან თანხვედრაში იყოს.

ჭკვიანი სახლი

წაროიდგინეთ, რომ სამზარეულოს ტექნუკას, გათბობა-გაგრილებას და  სხვა ყველანაირ ტექნიკას თქვენი სმარტფონიდან მართავთ. როგორ გაგიმარტივებთ ეს ყოველდღურობას. დიახ, თანამედროვე ტექნოლოგიები ამის შესაძლებლობას იძლევა. თან, უკვე აღარ მოგიწევთ სახლის დიზაინი დათმოთ კომფორტული ტექნოლოგიებისთვის. დღესდღეობით ინტეერიერის დიზაინერები დიზაინბს ისე ქმნიან, რომ სხვადასხვა სტილში ტექნოლოგიები ინტეგრირებული იყოს. ხოლო, ტექნიკის შემქმნელები მაქსიმალურად ცდილობენ „ჭკვიანი სახლის“ მოწყობა უფრო მარტივი გახადონ და თითოეული ტექნიკა ადვილად მოერგოს სხვადასხვა ინტერიერს. თუ თქვენ უპირატესობას კლასიკურ სტილს ანიჭებთს, თბილი ტონები და ესთეტიკა მოგწონთ ეს ბლოგი ნამდვილად თქვენთვისაა.

ფუნქციის და ფორმის

სახლის შიდა ინტერიერი და ტექნოლოგიები რომ ჰარმონიულად შეერწყას, მთავარი ხრიკი ბალანსის დაცვაა ფუნქციასა და ფორმას შორის. როცა სახლში დიდი ტექნიკის ინტეგრირება გსურთ, დაფიქრდით, როგორ გინდათ გამოიყურებოდეს საერთო ინტერიერი? მაგალითად, თუ სახლის კინოთეატრს დაყენება გსურთ, მაგარამ ამასთან ერთად კლასიკური ინტერიერის შენარჩუნებას, გირჩევთ, ისეთი კარადა შეარჩიოთ, რომელშიც კინოთეატრი ჩაშენებულივით მოთავსდება. ავეკი კი ოთახში ისე დაალაგეთ, რომ ყურადღება კარადამ არ მიიპყროს. ფოკუსი შეგიძლიათ გააკეთოთ ყავის დაბალი მაგიდის ოთახის ცენტრში მოთავსებით.

სამზარეულო და ტექნოლოგიები

როცა საქმე ტექნოლოგიებს ეხება სამზარეულო სახლის ცენტრად მიიჩნევა, რადგან ყველაზე მეტი ტექნიკა სწორედ აქ იყრის თავს და ტექნოლოგიის ინტეგრაციის კრეატიული გადაწყვეტილებებიც აქ არის საჭირო. თუ თქვენი ინტერიერის კლასიკურ სტილში გადაწყვეტა გსურთ, გირჩევთ, რომ სამზარეულოს თანამედროვე მოწყობილობები, როგორიცაა მიკროტალღური ღუმელი, ყავის აპარატი, ტოსტერი და მსგავსები არ მოაქციოთ მხედველობის არეალში. უმჯობესია, თუ გამოჩნდება მხოლოდ ტრადიციული ტექნიკა: გაზქურა, მაცივარი და მსგავსები, რადგან ასე უფრო შეიქმნება კლასიკური ატმოსფერო.

თქვენს სურვილებზე მორგებული ტექნოლოგია

სამზარეულო კი სახლის ტექნოლოგიური ცენტრია, მაგრამ მცდარია ის მოსაზრება, რომ ერთადერთი შესაფერისი სივრცეა. ტექნოლოგიები ნებისმიერ ოთახში შეგიძლიათ გამოიყენოთ, სააბაზანოშიც კი. ასეთი ტექნოლოგია უსადენო დატენვის წერტილებია, რომელსაც სახლის ნებისმიერ წერტილში თავისუფლად მოათავსებთ. სხვა ნებისმიერი ტექნიკაც შეგიძლიათ სასურველ ადგილას დააინტეგრიროთ, თუ სადენებს გონივრულად დაფარავთ.

ტექნოლოგიები მუდმივად ვითარდბა და იცვლება, მაგრამ მაღალი ხარისხის ტექნიკა, რომელიც თქვენს მოთხოვნებს აკმაყოფილებს, იმის გარანტიაა, რომ მალე შეცვლა არ დაგჭირდებათ. ამასთან ერთად, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ტექნიკის ფასის გარდა ხარჯია მისი ინტეგრირებაც. ამიტომ, მსხვილი ტექნიკის შეძენისას ყოველთვის გვირჩევენ დიზაინერები, რომ ხარისხს მივაქციოთ ყურადღება. ტექნიკის ცვლილებამ შეიძლება ინტერიერის ცვლილებაც მოითხოვოს, რაც ფაქტიურად, ბინის დიზაინის თავიდან დაგეგმარებას ნიშნავს. მარტივად გადაწყვეტილება შეგიძლიათ მიიღოთ წვრილი ტექნიკის შერჩევისას, რომლიც შეცვლაც დისკომფორტსა და დიდ ხარჯებთან არ იქნება დაკავშირებული.

ინტეგრირებული ტექნოლოგია და ლამაზი, თქვენთვის სასურველი დიზაინის სახლი ერთმანეთთან თავსებადია, თუ კი ბალანსის მიღწევას შეძლებთ. როგორ მიაღწიოთ ბალანსს? ეს ძალიან მარტივია: დაფიქრდით, რა გჭირდებათ სივრცისგან და როგორ გინდათ გრძნობდეთ ამ სივრცეში თავს. დღესდღეობით უკვე ტექნოლოგია ისე განვითარდა, რომ სხვადასხვა დიზაინის ტექნიკაც ხელმისაწვდომია. მთავარია, იცოდეთ რა გსურთ, როგორი უნდა იყოს თქვენი ბინა და როგორი ტექნიკა გჭირდებათ კომფორტისთვის.

არქი ქარდით კი თქვენთვის სასურველ ნებისმიერი ტიპის ტექნიკას პარტნიორ მაღაზიებში ფასდაკლბით შეიძენთ. ასევე, შეგიძლიათ ფასდაკლებით მიიღოთ ინტერიერის დიზაინერის მომსახურება, რომელიც თქვნი ბინის დაგეგმარებაში დაგეხმარებათ.

www.archi.ge

შეადარე განცხადება

შედარება