როგორ უნდა შევარჩიოთ ჭაღი?

  • 4 კვირის წინ

თუ ჭაღის შეძენა გსურს ძალიან დიდი არჩევანის საშუალება გეძლევა. თანამედროვე სტილი სხვადასხვა დიზაინის ჭაღებს გთავაზობს. თუმცა ჭაღის ასარჩევად ცოტა უფრო მეტი რამის გათვალისწინებაა საჭირო, ვიდრე სტილი და მასალაა.

რას უნდა მიაქციო ყურადღება ჭაღის შერჩევისას?

სტილის გარდა ჭაღის არჩევის სამი ძირითადი ფაქტორი არსებობს: ზომა, სინათლის ნაკადის მიმართულება და განათების მართვა.

ძალიან დიდმა ან ძალიან პატარა ჭაღმა შეიძლება ოთახს არაპროპორციული იერსახე მისცეს. შეგიძლია გამოიყენო შემდეგი მეთოდი: გაზომე ოთახის სიგრძე და სიგანე, შეკრიბე და ჯამი გაყავი 12-ზე. მიღებული შედეგი უნდა იყოს იმ ჭაღის დიამეტრი, რომელსაც ამ ოთახისთვის შეარჩევ. ეს ხერხი დაგეხმარება საწყის ეტაპზე დაახლოებით მაინც იცოდე რა ზომის ჭაღი გჭირდება.

ჭაღი ძირითადად სასადილო ოთახში გამოიყენება. სწორედ სასადილო ოთახისთვის შერჩეევისას უნდა მიაქციო ყურადღება, რომ ჭაღიდან განათება თანაბრად ნაწილდებოდეს და არ კაშკაშებდეს, რადგან ჭამისას ძალიან დისკომფორტულია, როცა სინათლე თვალებში განათებს. რა თქმა უნდა, ჭაღის დამონტაჟება სხვა ოთახებშიც შეგიძლია, ოღონდ აუცილებლად გაითვალისწინე ჭერის სიმაღლე, ოთახის ზომა და სხვა დეკორაციები, რომელიც უკვე გამოყენებული გაქვს.

თუ თანამედროვე და ტრენულ ჭაღს ეძებ, აირჩე მინით გაფორმებული, პრიალა ნიკელის ან ქრომირებულად მოპირკეთებული. ასევე, გაითვალისწინე, რომ ჭაღი საერთო ინტერიერს პასუხობდეს. თანამედროვე დიზაინერები უპირატესობას ანიჭებენ ლედ განათებას, რადგან ლედ ნათურები ჭაღის დიზაინში უფრო მარტივად ხერხდება, ვიდრე ჩვეულებრივი ნათურების.

                                         

„რა სიმაღლეზე დავკიდო ჭაღი?“ – ეს ყველაზე ხშირად დასმული კითხვააა. ჭაღის ბოლო მაგიდიდან მინიმუმ 80 სმ-ით უნდა იყოს დაშორებული.

წარსულში ჭაღი ინტერიერის ბოლო შტრიხი იყო, თუმცა ახლა ისეთი დიზაინის, მრავალფეროვანი და საინტერესო ჭაღები იწარმოება, რომ ხშირად დიზაინერები ინტერიერს ჭაღის მიხედვით ქმნიან. თუ თამამი გადაწყვეტილებები გიყვარს და სახლს სწორედ ახლა აწყობ, შეგიძლია შენც ცადო ორიგინალური ჭაღის გამოყენება.

www.archi.ge

შეადარე განცხადება

შედარება