fbpx

როგორ უნდა შევქმნათ სახლში მინიმალისტური ინტერიერი

  • 1 თვის წინ

მინიმალისტური სტილის ინტერიერი ყოველთვის ტრენდული იყო და ახლაც არ კარგავს აქტუალურობას. ეს არის დახვეწილი სტილი მათთვის, ვისაც არ უყვარს არეულობა და მუდმივად მოწესრიგებული სახლი სურს. თუ მინიმალისტური ინტერიერის მოწყობა გადაწყვიტე, წაიკითხე ჩვენი 5 რჩევა, რომელიც ინტერიერის მარტივად გარდაქმნაში დაგეხმარება.

როგორ უნდა გამოიყენო სურათი

სახლის ინტერიერში მინიმალისტური სტილის მიღწევის ერთ-ერთი საუკეთესო გზა ერთი ხაზის ნახატის გამოყენებაა. შეიძლება გაგიკვირდეს, მაგრამ ნახატი შეგიძლია ჩამოკიდო ჩარჩოს გარეშე, ეს მოგცემს შესაძლებლობას, რომ ნახატი და ფონი ერთმანეთს კარგად შეერწყას. ერთი ხაზით ხატვა არის მინიმალისტური სტილის ხელოვნება, რომელიც დაგეხმარება შენს სახლში მინიმალიზმის მარტივად შექმნაში.

ფერის შერჩევა

არსებობს სტერეოტიპი, რომ მინიმალისტურ ინტერიერში აუცილებლად შავი, თეთრი ან კრემისფერი უნდა გამოვიყენოთ. აუცილებლობა არ არსებობს, რომ მხოლოდ ამ სამი ფერით შეიზღუდო. შენ შეგიძლია აირჩიო შენთვის სასურველი ფერი, თუმცა სხვა დეკორაციებშიც ამავე ფერის დეტალები უნდა გამოიყენო. მაგალითად, თუ ძირითად ფერად შეარჩევ ვარდისფერს, რამდენიმე კარგად შერჩეულ დეკორატიულ აქესესუარშიც უნდა ერიოს ვარდისფერი, ან ვარდისფერ ფონზე იყოს განთავსებული. ასე შენს სახლში მინიმალისტურ ატმოსფეროს შექმნი.

დიდი ვაზა

მინიმალისტური ინტერიერის შესაქმნელი მარტივი გზაა ყავის მაგიდაზე ან კომოდზე დიდი გამჭვირვალე ვაზის განთავსება. იმის ნაცვლად, რომ ამ ვაზაში აყვავებული ყვავილები ჩააწყო, გამოიყენე გამხმარი ყვავილების პატარა თაიგული ან რამდენიმე ლამაზი ტოტი. ამით თავიდან აიცილებ ზედმეტ მოცულობას და ინტერიერში მინიმალისტურ ART-ს შექმნი.

დეკორატიული თაროები

მინიმალისტურ ინტერიერს ძალიან კარგად გამოხატავს დეკორატიული თაროები. თითოეულ თაროს მინიმუმ სამი განყოფილება უნდა ჰქონდეს. თაროები არ გადატვირთო, თითო „სართულზე“ მაქსიმუმ 3 ნივთი განათავსე, ოღონდ ოჯახური სურათები და მასიური ნივთები არ გამოიყენო, მარტივ და დახვეწილ დეკორატიულ ნივთებზე შეაჩერე არჩევანი.

სათავსოები

მინიმალიზმი ინტერიერში უფრო მეტია, ვიდრე მოწესრიგებული ნივთები, მაგრამ წესრიგი მაინც მისი მთავარი ნაწილია. ამიტომ, ეფექტური მინიმალისტური დეკორის შესაქმნელად გამოიყენე სადა სათავსოები, მაგალითად დაწნული ყუთები. სათავსოების განთავსება გამოსაჩენ ადგილასაც შეგიძლია, რათა შენი სახლის მინიმალისტური ინტერიერის ნაწილი გახდეს.

სახლის მინიმალისტურ სტილში მოსაწყობად შეგიძლია არქი ქარდი გამოიყენო და არქის პარტნიორ კომპანიებში ფასდაკლებით შეიძინო სასურველი დეკორატიული ნივთები.

www.archi.ge

შეადარე განცხადება

შედარება