fbpx

სასადილო მაგიდის აქსესუარები, რომელიც მოდაში აღარ არის

  • 4 კვირის წინ

მოდა მოძრავია, მიდის და ბრუნდება, მაგრამ არის რაღაცები, რაც ტექნოლოგიამ ჩაანაცვლა და ახლა მხოლოდ ვინტაჟური დეკორაციისთვის თუ გამოდგება. ამასთან ერთად, დღესდღეობით ჭურჭლსაც და სხვა აქსესუარებს ინდივიდუალური სტილის მიხედვით ირჩეევენ, ამიტომ ეტიკეტის მიხედვით რაც იყო მოდაში, ახლა უკვე წარსულს ჩაბარდა.

ანტიკვარული ჩანგალი

მე-20 საუკუნის დასაწყისში შექმნილი ჩანგალი დიდი ხნის განმავლობაში იყო მოდაში და თითქმის ყველა იყენებდა, ვისაც ეტიკეტის მიხედვით სურდა სუფრის გაშლა. ახლა სადილის ოთხკუთხა ჩანგლები სტანდარტს წარმოადგენს, ხოლო გამოყვანილი, ორნამენტიანი ვერცხლის ჩანგლების ადგილი ანტიკვარული მაღაზიებისთვის თუ გამოდგება.

სპეციალური ჭიქები

წყლის, თეთრი ღვინის, წითელი ღვინის, წვენის, შამპანურის – დიახ, ყველა სითხეს თავისი ჭიქა ჰქონდა და ტრადიციულ სუფრაზე უამრავი ჭიქა ეწყო. ზოგ ადამიანს ახლაც სავსე აქვს ჭიქებით კარადა, თუმცა ტრენდული ნამდვილად აღარაა.

ჩინური ჭურჭელი

ქორწილებისთვის ათწლეულების განმავლობაში იყენებდნენ ძვირფას ჩინურ ჭურჭელსს. ამ ჭურჭლის ქირაობაქ საკმაოდ ძვირი სიამოვნება იყო, ხოლო ვისაც სახლში ჰქონდა ოჯახურ მემკვიდრეობად მიიჩნეოდა. ძვირადღირებულ ჩინურ ჭურჭელს უფრო და უფრო იშვიათად შევხვდებით, რადგან თანამედროვე წყვილები ქორწილში ფუფუნების საგნების ნაცვლად სხვა რაღაცებს ირჩევენ და თანხას უფრო გონივრულად ხარჯავენ.

კვერცხის ჭიქები

ეს ჭიქები მომხიბვლელიცაა და პრაქტიკულიც, რბილად მოხარშული კვერცხის თეფშზე დაღვრის თავიდან ასაცილებლად გამოიყენებოდა. თუმცა რბილად მოხარშული კვერცხის პოპულარობამ იკლო, შესაბამისად ჭიქებმა სუფრიდან კარადაში გადაინაცვლა.

მაგიდის რანერი

სუფრას გამოგონებასთან ერთად გამოიგონეს რანერიც, რომელიც მას დასვრისგან იცავდა, რადგან დიდი სუფრების გარეცხვა საკმაოდ რთული იყო. სარეცხის მანქანამ რეცხვის პროცესი გაამარტივა, შესაბამისად რანერის საჭიროება აღარაა. ახლა რანერი აუცილებელეი ნივთების სიაში აღარაა, მაგრამ დეკორაციისთვის აქტიურად გამოიყენება.

ჟელეს კოვზი

ეს არის კოვზის და დანის კომბინაცია, რომელსაც ჟელესა და რბილი ხილის საჭმელად იყენებდნენ. დღეს მსგავს კოვზებს იშვიათად თუ შევხვდებით, რადგან წარსულს ჩაბარდა, მაგრამ არ არის გამორიიცხული, რომ მოდას დაუბრუნდეს, რადგან ბავშვის კვებისთვის ძალიან გამოსადეგია.

www.archi.ge

შეადარე განცხადება

შედარება