fbpx

შეცდომები, რომლებიც სამზარეულოში არ უნდა დაუშვა (ნაწილი II)

  • 4 კვირის წინ

ყველას უნდა ისეთი სამზარეულო ჰქონდეს, რომელიც პრაქტიკულთან ერთად ესთეტიკურად სასიამოვნოც იქნება. ერთი შეცდომის დაშვებამ კი შეიძლება პრაქტიკულობაც დააკარგვინოს სამზარეულოს და ესთეტიკურობაც. ამის თავიდან ასაცილებლად წარმოგიდგენთ შეცდომებს, რომლებიც სამზარეულოს მოწყობისას თავიდან უნდა აირიდო.

კუნძულის მოთავსება

არავინ დაობს, რომ კუნძული ძალიან ლამაზი და ეფექტურია, მაგრამ სამზარეულოების უმრავლესობაში საკმარისი სივრცე არ არის. დიახ, შესაძლებელია კუნძულის ჩატევა, თუმცა სამოძრაო არეალი შეგეზღუდება და სამზარეულოში ნებისმიერი საქმიანობა დისკომფორტული გახდება. თუ კუნძული ძალიან მოგწონს, გამოსავალი ის არის, რომ საკუთარი სამზარეულოს ფართობის მიხედვით შეარჩიო ალტერნატივა, ეს შეიძლება იყოს ნახევარკუნძული, რომელიც ცენტრს სრულად არ დაიკავებს.

ტექნიკის განლაგება

ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შეცდომაა, როცა სამზარეულოს ტექნიკას გამოყენების შემდეგ დახლზე აწყობენ და ძვირფას ადგილს იკავებენ. თუ სამზარეულოში მოძებნი ადგილს და ტექნიკის საწყობად გადააკეთებ, დაზოგავ სივრცეს, უფრო კომფორტულს გახდი სამზარეულოში საქმიანობას და თან შენი ბლენდერები, მიქსერები თუ სხვა ტექნიკა აღარ იქნება არაესთეტიკურად მიმობნეული.

ზედმეტი დეტალები

ალბათ შენშიც აღფრთოვანებას იწვევს თანამედროვე ტენდენციები და ხელსაწყოები, და გინდა, რომ ყველაფერი გქონდეს სამზარეულოში, მაგრამ გაითვალისწინე, ზედმეტი ნივთები მხოლოდ უწესრიგობას გამოიწვევს და სულ გექნება კითხვა: ახლა ეს სად შევინახო? ამიტომ, ისეთი ხელსაწყოები შეიძინე, რომელსაც გამოიყენებ და იცი, რომ გამოგადგება.

დიზაინის სხვაზე მორგება

ხშირად სამზარეულოს დიზაინს ისე ვარჩევთ, რომ სხვისთვისაც მისაღები იყოს. მაგალითად, ბინის გაყიდვას თუ გადავწყვეტთ, მყიდველს მოეწონოს. ეს დიდი შეცდომაა. სამზარეულოები საუკეთესო რემოდელირების პროექტია და არ არის საჭირო სხვა ადამიანზე, მის გემოვნებაზე და სტანდარტებზე ფიქრი. თან, სტანდარტები თითქმის ყოველ ათ წელიწადში იცვლება. შექმენი შენი სამზარეულო საკუთარი გემოვნების და საჭიროებების მიხედვით.

www.archi.ge

შეადარე განცხადება

შედარება