საიტის წესები

ტერმინები

“საიტი”- ვებ გვერდი https://www.addhome.com.ge

“მომხმარებელი”- ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც სარგებლობს საიტის მომსახურებით, ანთავსებს განცხადებას, ან ეძებს სასურველ პროდუქციას.

“განცხადება”- ვებ გვერდზე განთავსებული ინფორმაცია გასაყიდი უძრავი ქონების შესახებ.

1. ხელშეკრულების ძირითადი პირობები.

1.1 მმართველი კომპანია არ არის არცერთი გარიგების ორგანიზატორი, თანამონაწილე, გამყიდველი ან მყიდველი. საიტი არის შუამავალი, რომელიც ეხმარება გამყიდველს და მყიდველს დაუკავშირდნენ ერთმანეთს.

1.2 მმართველი კომპანია უზრუნველყოფს განცხადებების განთავსებას ზუსტად შესაბამის განყოფილებაში, რაც მომხმარებელს ეხმარება უძრავი ქონების ადვილად მოძებნაში.

1.3 მმართველ კომპანიას არ ეკუთვნის საიტზე განთავსებული არცერთი პროდუქტი და არ ფლობს არანაირ დამატებით ინფორმაციას მათი რეალური მდგომარეობის შესახებ.

1.4 განცხადებაში მითითებული უძრავი ქონების ხარისხი, უსაფრთხოება, კანონიერება და აღწერასთან შესაბამისობა არ კონტროლირდება მმართველი კომპანიის მიერ.

1.5 საიტზე განთასებული ინფორმაცია ემსახურება მომხმარებლის პროდუქციის რეალიზაციას და კონტაქტის დამყარებას სხვა მომხმარებელთან.

1.6 ნებისმიერი ფიზიკური თუ იურიდიული პირი საიტზე პირად ინფორმაციას ანთავსებს თავისი სურვილით, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე.

1.7 საიტზე ინფორმაციის განთავსებისას მომხმარებელი ეთანხმება, რომ ინფორმაცია იქნება ღია და ნებისმიერ მომხმარებელს შეეძლება მისი ნახვა.

1.8 გამომდინარე 1.7 პუნქტიდან მომხმარებელი თავის თავზე იღებს ყველა რისკს დაკავშირებულს ამ ინფორმაციის გავრცელებასთან.

1.9 საიტზე განთავსებულ ინფორმაციას არ აქვს იურიდიული ძალა, მომხმარებელი ვალდებულია ნებისმიერი ფინანსური გარიგების წინ გადაამოწმოს ინფორმაციის სისწორე.

1.10 მომხმარებელი უნდა გაეცნოს წინამდებარე წესებსა და პირობებს. კომპანია უფლებამოსილია, ცალმხრივად შეიტანოს ცვლილება და დამატება წესებსა და პირობებში მომხმარებელთათვის წინასწარი შეტყობინების გარეშე. ამასთანავე, მომხმარებლის მიერ ვებ გვერდზე სტუმრობა/სარგებლობა ავტომატურად ნიშნავს მომხმარებლის თანხმობას წინამდებარე წესებისა და პირობების მოთხოვნებზე.

2. განცხადების განთავსება

2.1 მომხმარებელს არ აქვს უფლება საიტზე განათავსოს განცხადება, რომლის შინაარსიც ეწინააღმდეგება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას.

2.2 უძრავი ქონების საიტზე განცხადების განთავსებისთვის აუცილებელია გაიაროთ რეგისტრაცია და დაეთანხმოთ addhome საიტით სარგებლობის წესებს.

2.3 საიტზე განცხადების დამატების უფლება აქვს ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს, გარდა 18 წლამდე ფიზიკური პირებისა.

2.4 მომხმარებელი ვალდებულია საიტის ინსტრუქციების მიხედვით განათავსოს სრული ინფორმაცია გასაყიდი უძრავი ქონების, მისი ამსახველი ფოტოების და შეთანხმების პირობების შესახებ. ამასთან, განცხადებაში ატვირთული ფოტოები უნდა იყოს მხოლოდ სარეალიზაციო უძრავი ქონების, ან მისი შემოგარენის თაობაზე. აკრძალულია განცხადებაში სარეალიზაციო უძრავი ქონების, ან მისი შემოგარენის ამსახველი ფოტოსაგან განსხვავებული ვიზუალის ატვირთვა (მათ შორის, ატვირთული ფაილი არ უნდა იყოს: სააგენტოს/სამშენებლო კომპანიის ლოგო, სხვა ქონების ამსახველი ფოტო, ფოტოზე დატანილი ავტორის ვებ გვერდის, ტელეფონის ნომრის, შეთავაზებული მომსახურებისა თუ სხვა სახის გარეშე ინფორმაციის შემცველი).

2.5 განცხადების განთავსებით მომხმარებელი ადასტურებს, რომ მას აქვს განცხადებაში მითითებული უძრავი ქონების რეალიზაციის უფლება, ან მოპოვებული აქვს შესაბამისი თანხმობა უძრავი ქონების სარეალიზაციოდ შეთავაზებისათვის.

2.6 ვებ გვერდზე, თვის განმავლობაში, განცხადების 3-ჯერ დამატება არის უფასო, ყოველი შემდგომი განცხადების დამატების ტარიფი და პირობები რეგულირდება მომხმარებლის ტიპის შესაბამისად.

2.7 მომხმარებელს შეუძლია განათავსოს განცხადება უძრავი ქონების შესახებ. მათ შორის: ბინების, კერძო სახლების, აგარაკების, კომერციული ფართების, მიწის ნაკვეთებისა და სასტუმროების შესახებ.

2.8 განცხადება არ უნდა :

2.8.1 იყოს მცდარი, არაზუსტი და არ უნდა შეჰყავდეს შეცდომაში მომხმარებელი.

2.8.2 ემსახურებოდეს თაღლითობას, ტყუილს, ან ნდობით ბოროტად სარგებლობას.

2.8.3 შეიცავდეს ინფორმაციას მოპარული, ან ყალბი პროდუქციის ყიდვა-გაყიდვის შესახებ.

2.8.4 ეხებოდეს მესამე პირის მატერიალურ და არამატერიალურ საკუთრებას, არ უნდა არღვევდეს მესამე პირის პირად უფლებებს.

2.8.5 შეიცავდეს ინფორმაციას, რომელიც შელახავს მესამე პირის ღირსებას ან ბიზნეს რეპუტაციას.

2.8.6 შეიცავდეს რელიგიური, ეთნიკური, თუ სხვა სახის უმცირესობათა დისკრიმინაციას.

2.8.7 შეიცავდეს მუქარას ვინმეს მიმართ.

2.8.8 მოუწოდებდეს კრიმანალური ქმედებისაკენ.

2.8.9 უწევდეს მხარდაჭერას, ან პროვოცირებდეს ტერორისტულ და ექსტრემისტულ ქმედებებს.

2.8.10 შეიცავდეს პორნოგრაფიულ შინაარსს.

2.8.11 შეიცავდეს სარეკლამო ინფორმაციას განცხადების ობიეტისგან განსხვავებული ქონების, ნივთისა თუ მომსახურების, ან კომპანიის შესახებ (მათ შორის, აკრძალულია ფასიანი სატელეფონო საინფორმაციო მომსახურების მქონე ტელეფონის ნომრების განცხადებაში ან მომხმარებლის/სააგენტოს პროფილში მითითება).

2.8.12 არღვევდეს რაიმე სხვა გზით საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას.

2.9 მომხმარებელს არ შეუძლია გამოიტანოს დასკვნა გარიგების ლეგალურობის შესახებ, გამომდინარე იმ ფაქტიდან, რომ პროდუქცია განთავსებლია საიტზე.

2.10 საიტზე მომხმარებლის პროფილის ან/და განცხადების დაბლოკვის ან სხვა შემზღუდავი ხასიათის ზომების მიღების შემთხვევაში, განცხადებაზე არსებული ფასიანი სერვისი უქმდება და მის შეძენაში გადახდილი თანხა არ უბრუნდება მომხმარებელს. ასევე არ ხდება ფასიანი სერვისის გადატანა ერთი განცხადებიდან მეორეზე.

2.11 საიტზე განცხადების დამატების შედეგად სასურველი მიზნის მიღწევის შემთხვევაში, ასევე განცხადების წაშლის ან/და მომხმარებლის პროფილის გაუქმების შემთხვევაში, შეძენილი ფასიანი სერვისის თანხა არ უბრუნდება მომხმარებელს და ასევე არ ხდება გამოუყენებელი ფასიანი სერვისის გადატანა სხვა განცხადებაზე.

3. მმართველი კომპანიის უფლებები და მოვალეობები

3.1 მმართველი კომპანია არ არის არცერთი შეთანხმების თანამონაწილე და არ არის პასუხისმგებელი არცერთი მომხმარებლის ქმედებაზე. ყველა მოლაპარაკება დგება უშუალოდ მომხმარებლებს შორის.

3.2 მმართველი კომპანია არ აგებს პასუხს საიტზე განთავსებული ინფორმაციის სიზუსტეზე.

3.4 მმართველი კომპანია ვერ იძლევა იმის გარანტიას, რომ განცხადების განმთავსებელი პირის საიტზე მოცემული მონაცემები დაემთხვევა მის რეალურ მონაცემებს.

3.5 ნებისმიერი განცხადება, რომელიც იქნება განთავსებული საიტზე 2.7 პუნქტის დარღვევით წაიშლება და მომხმარებლის სახელი, რომლითაც განათავსა ასეთი განცხადება იქნება დაბლოკილი განცხადების შინაარსიდან გამომდინარე ინდივიდუალური ვადით.

3.6 2.7 პუნქტის ორჯერ, ან მეტჯერ დარღვევის შემთხვევაში მმართველ კომპანიას უფლება აქვს დაბლოკოს მომხმარებლის პირადი პროფილი.

3.7 მმართველ კომპანიას უფლება აქვს დადებულ განცხადებას გაუწიოს მომხმარებლის მიერ მითითებული სახისგან განსხვავებული რეკლამირება.

3.8 მმართველი კომპანიას უფლება აქვს შეწყვიტოს ნებისმიერი განცხადების გამოქვეყნება ნებისმიერ დროს.

3.9 მმართველი კომპანია არ აგებს პასუხს საიტზე განთავსებული ინფორმაციის დაკარგვაზე ან დაზიანებაზე, ასევე შეტყობინების დაკარგვაზე.

3.10 მმართველი კომპანია არ იძლევა გარანტიას საიტის მუდმივ და შეუფერხებელ მუშაობაზე.

3.11 საიტზე დიდი რაოდენობის განცხადებების განთავსების მიზნით, რამოდენიმე მომხმარებლის რეგისტრაციის შემთხვევაში მმართველ კომპანიას უფლება აქვს უპირობოდ დაბლოკოს მომხმარებლის პროფილი

3.12 შეთანხმების დარღვევის შემთხვევაში მმართველ კომპანიას უფლება აქვს მომხმარებელს შეუზღუდოს ვებ გვერდზე წვდომა.

3.14 მმართველ კომპანიას შეუძლია შეცვალოს ეს შეთანხმება ყოველგვარი სპეციალური შეტყობინების გარეშე. შეთანხმების ცვლილებები ასახული იქნება ‘საიტის მოხმარების წესების’ განყოფილებაში.

3.15 კომპანია იტოვებს უფლებას, რომ დაბლოკოს განცხადება უპირობოდ და განუსაზღვრელი ვადით თაღლითების და სპამერების შემთხვევაში.

4. მომხმარებლის უფლებები და მოვალეობები

4.1 მომხმარებელს არ აქვს უფლება გადასცეს თავისი მომხმარებლის სახელი და პაროლი მესამე პირს, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანიას არ იღებს პასუხისმგებლობას გამოწვეულ შედეგზე.

4.2 პირადი მონაცემების გავრცელების შესახებ ნებისმიერი ეჭვის გაჩენის შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია სასწრაფოდ შეცვალოს ისინი.

4.3 მომხმარებელს ეკრძალება საიტზე 2.7 პუნქტისგან განსხვავებული განცხადების განთავსება.

4.4 მომხმარებელი ვალდებულია დაუყონებლივ აცნობოს მმართველ კომპანიას, ღილაკი “არასწორი განცხადების შეტყობინება”-ს მეშვეობით, იმ განცხადების შესახებ, რომლებიც რაიმე სახით არღვევენ ვებ გვერდის წესებს, ან ეწინააღმდეგებიან საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას.

4.5 მომხმარებელს ეკრძალება განცხადებაში ნებისმიერი სახის რეკლამირება (განსხვავებული განცხადების ობიექტისაგან), ან სხვა საიტის ბმულის მითითება.

4.6 მომხმარებელი ვალდებულია იმოქმედოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის და საიტის წესების შესაბამისად და აგოს პასუხი მის მიერ საიტზე განხორციელებულ ქმედებებზე საქართველოს კანონმდებლობით.

4.7 თუ მომხმარებელს უჩნდება რაიმე სახის გაუგებრობა სხვა მომხმარებლის მიმართ, იგი წარადგენს თავის პრეტენზიებს უშუალოდ მომხმარებელთან, რომლის მიმართაც აქვს შენიშვნა, მმართველი კომპანიისგან დამოუკიდებლად. იგი ათავისუფლებს მმართველ კომპანიას (ასევე მის ნებისმიერ თანამშრომელს) ყოველგვარი მოთხოვნებისგან. მათ შორის: ზარალის კომპენსაციისგან, ხარჯების ანაზღაურებისგან და ნებისმიერი დანახარჯის ანაზღაურებასთან დაკავშირებული საიტის მეშვეობით შემდგარ შეთანხმებასთან.

4.8 საიტის გამოყენება მომხმარებელს შეუძლია ყოველგვარი გარანტიის გარეშე, და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

4.9 მომხმარებელი იღებს სრულ პასუხისმგებლობას საიტზე განთავსებული ინფორმაციის შესახებ, საიტი მას აძლევს საშუალებას მიაწოდოს ინფორმაცია სხვა მომხმარებლებს.
4.10 მომხმარებელი აცხადებს და ადასტურებს, რომ მის მიერ წარმოდგენილი პროდუქცია/მომსახურება სრულ შესაბამისობაშია „პროდუქციის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით“, „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ სფეროში მოქმედ სხვა საკანონმდებლო ნორმებთან მიმართებაში.
4.11 მომხმარებელი ასევე აცხადებს და ადასტურებს, რომ მის მიერ განსათავსებელ პროდუქციაზე/მომსახურებაზე მიწოდებული ინფორმაციითა და სარეკლამო მასალით ან/და მისი შექმნით არ დაირღვევა მესამე პირების საავტორო უფლება.
4.12 ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მომხმარებელი ადასტურებს, რომ მოთხოვნისთანავე დაუყოვნებლივ გააუქმებს შესაბამის განაცხადს ან/და არ ექნება პრეტენზია „addhome“-ს მიერ ამგვარი განცხადების გაუქმების თაობაზე, თუ გამოვლინდა შეუსაბამობა მომხამრებლის მიერ განცხადებულ გარანტიებსა და „addhome“-ს ონლაინ პორტალზე რეგისტრირებულ განცხადებებს შორის.
4.13 მომხმარებელი ასევე თანახმაა, სრულად აანაზღაუროს წინამდებარე განცხადებების შეუსაბამობის შედეგად „addhome“-სათვის მიყენებული ზიანი და დაკისრებული ჯარიმები.
4.14 მომხმარებელი უფლებამოსილია, კომპანიას მიმართოს წერილობითი ფორმით და მოითხოვოს პირად ბალანსზე არსებული დადებითი ნაშთის უკან დაბრუნება/განაღდება. თანხის უკან დაბრუნება განხორციელდება ამგვარი მიმართვიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში და იმგვარად, რომ კომპანია უფლებამოსილია, დააკავოს დასაბრუნებელი თანხის 10% (ათი პროცენტი) პირგასამტეხლოს სახით.
4.15 მომხმარებელი ვალდებულია გაითვალისწინოს, რომ თუ პირად ბალანსზე თანხის ჩარიცხვიდან/შეტანიდან უკანასკნელი  36 (ოცდათექვსმეტი) თვის განმავლობაში არ განხორციელდა მისი გამოყენება, კომპანია უფლებამოსილია, გაანულოს მომხმარებლის პირად ბალანსზე არსებული ნაშთი იმგვარად, რომ ჩამოჭრილი თანხა ჩაითვლება პირგასამტეხლოდ.

5.რეგისტრაციის წესები:

5.1 მომხმარებელი ვალდებულია მიუთითოს რეალური მონაცემები, საკონტაქტო ნომერი, ელექტონული ფოსტის მისამართი, სქესი, მდებარეობა და დაბადების წელი.

5.2 რეგისტრაციის დროს აკრძალულია სხვა პიროვნების მონაცემების მითითება.

5.3 მომხმარებლის სახელი და პაროლი უნდა იყოს მის მფლობელობაში არსებული აქტიური ელ. ფოსტის მისამართი, იგი შეიძლება შეიცავდეს ლათინურ სიმბოლოებს (A-Z), ციფრებს (0-9) და სიმბოლოებს.

35.4 აკრძალულია მომხმარებლის სახელში ნებისმიერი სახის შეურაცხმყოფელი ფრაზის მითითება.

5.5 თუ მომხმარებლის მიერ განხორციელებული ბოლო ჩარიცხვიდან  3 წლის განმავლობაში არ მოხდა მომხმარებლის მიერ ჩარიცხული თანხის გამოყენება, ბალანსი ნულდება.

6. არქივიდან განცხადების აღდგენა

6.1 მომხმარებლის მომართვის საფუძველზე, შესაძლებელია არქივში გადასული ვადაგასული განცხადებ(ებ)ის აღდგენა.

6.2 არქივიდან აღდგენას ექვემდებარება მომართვის მომენტიდან ბოლო 3 თვის განმავლობაში ვადაგასული განცხადებები

6.3 არქივიდან აღდგენადი არის განცხადების სრული შინაარსი, გარდა მასზე ატვირთული ფოტო/ვიდეო მასალისა.

6.4 აღდგენილი განცხადებები, მომხმარებელს გამოუჩნდება “ვადაგასული განცხადებების” თაბში, რომელთა საიტზე გამოსაჩენად, ავტორის მხრიდან აუცილებლად უნდა მოხდეს ვადაგასული განცხადების განახლება.

6.5 განცხადებ(ებ)ის აღდგენა განხორციელდება მომართვიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში.

საიტით სარგებლობის პირობა:
საიტზე შესვლისას, მომხმარებელი ადასტურებს და ეთანხმება, რომ მისი კონტენტი, მომხმარებლების მიერ განთავსებული განცხადებები, ფოტოები და სხვა ინფორმაცია, წარმოადგენს საიტის საკუთრებას. ამ მასალის არასანქცირებული გამოყენება და/ან ნებისმიერი სახით დუბლირება, გადატანა მესამე მხარის საკუთრებაში არსებულ სივრცეში, წარმოადგენს საიტის კომერციული „დოვლათით“ სარგებლობას, რაც მკაცრად აკრძალულია ამ საიტის მხრიდან საჯარო თანხმობის და/ან „addhome“-ს წერილობითი ნებართვის გარეშე.

საფუძველი:

  • ვებ გვერდი www.addhome.com.ge-ს გააჩნია საიტზე განთავსებული კონტენტის, მათ შორის და არა მხოლოდ ფოტომასალისა და მომხმარებლების მიერ განთავსებული ნებისმიერი სახის ინფორმაციის გამოყენების განსაკუთრებული უფლება, რაც მოქმედი კანონმდებლობის თანახმად კომპანიას ასევე ანიჭებს განსაკუთრებულ უფლებამოსილებას, აკრძალოს საიტზე განთავსებული მასალების ნებისმიერი ფორმით უნებართვო სარგებლობისა და გავრცელების ფაქტი;
  • „addhome” იტოვებს უფლებამოსილებას, საიტზე განთავსებული კონტენტის, მათ შორის და არა მხოლოდ ფოტომასალისა და მომხმარებლების მიერ განთავსებული ნებისმიერი სახის ინფორმაციის არასანქცირებული გამოყენების/სარგებლობის შემთხვევაში, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება „ვებ გვერდის მოხმარების წესების“ შესაბამისად;
  • საავტორო, მომიჯნავე უფლების მფლობელისა და მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლების ხელყოფა წარმოადგენს დასჯად ქმედებას და ითვალისწინებს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას (იხილეთ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 189-ე მუხლი)


addhome – უძრავი ქონება

addhome-ს გასაჩივრების მიზეზები

  1. არასწორი ფასის მითითება (ფასი და ფართი არარეალური. მაგ: 300 კმ ქირავდება დღიურად  30 ლარად).
  2. სხვა მომხმარებლის მიერ განთავსებული ინფორმაციის გამოყენება                     (დაბლოკვა ხდება მხოლოდ ავტორიზებული მესაკუთრის მიერ გასაჩივრების შემთხვევაში ანუ როდესაც ვახდენთ განცხადებების შედარებას)
  3. განცხადება განთავსებულია არასწორ კატეგორიაში (ქირავდება/ იყიდება)
  4. უძრავი ქონება გაყიდულია/გაქირავებულია (ხდება მესაკუთრის და აგენტის განცხადების გათიშვა)
  5. განცხადება მეორდება (დუბლიკატი) (იბლოკება ერთი მომხმარებლის მიერ განთავსებული ერთი და იგივე განცხადება)
  6. განცხადება არ შეესაბამება addhome-ს თემატიკას  (ტექსტში მითითებულია ვიყიდი, შევიძენ, შევისყიდი, ვიქირავებ, დღიური გაქირავება, ვიგირავებ, ვისესხებ, გავასესხებ, ვაშენებთ. უძრავი ქონების გარდა სხვა განცხადების განთავსება მაგ: ავტომობილი)
  7. განცხადება შეიცავს არასწორ ინფორმაციას (მაგ: იყიდება / ქირავდება 0 კ.მ. ბინა, 3 კ.მ მიწის ნაკვეთი, მისამართის უზუსტობა),  სავალდებულო  კომენტარის ველი
  8. ატვირთული ფოტო არ შეესაბამება საიტის წესებს. (არ შეიძლება ფოტოზე ტელეფონის ნომრის დაწერა. ასევე სხვა საიტის ლოგოს ან დასახელების დატანება, იყიდება მიწის ნაკვეთი და განთავსებულია ბინის ფოტოები).

addhome-ს დაბლოკვის მიზეზები

  • ერთიდაიგივე განცხადების რამდენჯერმე განთავსება (დუბლიკატი)
  • განცხადების არასწორ კატეგორიაში განთავსება (იყიდება/ ქირავდება /გირავდება)
  • ცენზურის დარღვევა
  • სხვა მომხმარებლის მიერ განთავსებული ინფორმაციის გამოყენება
  • საიტის წესების დარღვევა
  • ატვირთული ფოტო არ შეესაბამება საიტის წესებს
  • აკრძალული ტიპის განცხადების განთავსება
  • ზოგადი და გაურკვეველი განცხადების განთავსება
  • უძრავი ქონება გაყიდულია/გაქირავებულია/დაგირავებულია
  • არასწორი ფასის მითითება
  • არასწორია საკონტაქტო მონაცემები
  • განცხადება არ შეესაბამება addhome-ს თემატიკას
  • განცხადება შეიცავს არასწორ ინფორმაციას
  • სხვა საიტის რეკლამირება

შეადარეთ განცხადებები

შეადარე